ახალი ამბები
დავით თევზაძე - დადუმდით, ბატონებო, თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ
ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში დაიღუპეო, იგივეა, საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური, - ასე ეხმაურება თავდაცვის ყოფილი მინისტრი დავით თევზაძე უკრაინაში ქართველი მებრძოლის, ალექსანდრე გრიგოლაშვილის დაღუპვასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებას. "ძალიან მიმძიმს, მაგრამ ვალდებული ვარ, გამოვეხმაურო თავდაცვის სამინისტროს განცხადებას. მიჭირს არა იმიტომ, რომ თავდაცვის სამინისტროზე აზრი უნდა გამოვთქვა, არამედ იმიტომ, რომ საქართველოში კიდევ ერთი ჯარისკაცის კუბოს ჩამოასვენებენ. კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება, საზოგადოდ. ხოლო ჯარისკაცის კუბოსთან მდგომი ორმაგად უნდა დუმდეს. ერთი იმიტომ, რომ ომში დაცემულს და მაშასადამე, უკვე ვალმოხდილ მეომარს სცეს პატივი და მეორე იმიტომ, რომ პატივი სცეს დედას, რომელმაც მეომარი აღზარდა. არ არსებობს სიტყვა, რომელიც მას ანუგეშებს, ტკივილს გაუნელებს ან ბედნიერების ერთ წამს მაინც აჩუქებს მომავალში. ამიტომ მიმძიმს ამ სტატუსის წერაც და არც არასოდეს, არც ერთი ჯარისკაცის კუბოსთან მდგომს, ზედმეტი სიტყვა არ დამცდენია. სუჩუმეში გაცილებით მეტი სიდარბაისლეა და გაცილებით მეტი განცდა და პატივი, რასაც დაღუპული მეომარი და დედა ერთნაირად იმსახურებენ. რაც შეეხება თავად განცხადებას, ქართველ მეომარს უსაყვედურო, სხვის ომში ხარ დაღუპულიო, იგივეა, რაც საკუთარ ისტორიას უთხრა საყვედური. ქართველობა ბედისწერაა და ეს არ არის უბრალო მეტაფორა. ბედისწერაა, რომ ჩვენი გენოფონდი, ისტორიის მანძილზე, ძირითადად, სხვისთვის გახარჯულა, მაგრამ ამით არც ქართველობა დაგვიკარგავს, არც სინდის-ნამუსი, არც სახელი", - წერს თევზაძე Facebook-ში საკუთარ გვერდზე. მისივე აზრით, "ფარისევლობენ ისინი, ვინც ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში, ჯარისკაცზე კი არ ფიქრობენ, არამედ იმაზე, მე არ მითხრას ვინმემ რამეო". "მათ რომ ჯარისკაცზე ეფიქრათ, ჯარიდან 2008 წელს გაშვებულ კაცს 2012-ში უკვე დააბრუნებდნენ და სამშობლოსთვის სამსახურის საშუალებას მისცემდნენ. ხოლო თუ ეს ვერ გააკეთეთ, ბატონებო, იმდენი ღირსება მაინც შეინარჩუნეთ, რომ დადუმდეთ და ეს თქვენი ფსევდოსახელმწიფოებრივი მიდგომა თქვენთვის შეინახეთ. ამ განცხადებით თქვენ მწუხარება კი არ გამოთქვით, არამედ დაგვანახეთ, რომ თქვენც ისევე დაგვყრით დაუმარხავებს, როგორც თქვენმა კოლეგებმა 2008 წელს დაგვყარეს, იმიტომ რომ იმავე გვარისა ხართ. ამიტომ დადუმდით, ბატონებო. თქვენ ჯარისკაცის კუბოსთან დგახართ. ჯარისკაცის კუბოსთან დგომას კი სიჩუმე უხდება", - წერს დავით თევზაძე.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
22 / აგვისტო 2025
სამეგრელოში იარაღი, ნადირობა, ჭკვიანი თამაშები და ტრადიციული რიტუალები ბავშვების ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო.
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.