ახალი ამბები
კოტე კუბლაშვილი შესაძლოა, ლადო ჭანტურიამ შეცვალოს
ამის შესახებ დღევანდელ ნომერში გაზეთი "კვირის პალიტრა" წერს. "პოლიტიკურ კულუარებში სახელდება ლადო ჭანტურიას კანდიდატურა, რომელსაც 1999-2004 წლებში ერთხელ უკვე ეკავა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი. ამჟამად ჭანტურია გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში საქართველოს დიპლომატიურ კორპუსს ხელმძღვანელობს. ელჩის თანამდებობაზე ის 2014 წლის თებერვალში დაამტკიცეს. ეს ინფორმაცია "კვირის პალიტრამ" ლადო ჭანტურიასთან გადაამოწმა, გვითხრა, რომ შემოთავაზება არ მიუღია", - წერს გამოცემა. ამასთან, როგორც "კვირის პალიტრა" საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთ წევრზე დაყრდნობით აღნიშნავს, "უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის სურვილი უშიშროების საბჭოს მდივანს, ირინა იმერლიშვილს გამოუთქვამს, მაგრამ მისი კანდიდატურა მთავრობაში დაიბლოკა". "ასევე დასახელდა იუსტიციის მინისტრ თეა წულუკიანის კანდიდატურაც. თუმცა, როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, თავად წულუკიანს სხვა გეგმები აქვს. ის ევროპის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში აპირებს საქმიანობის გაგრძელებას (საქართველოდან წარდგენილი მოსამართლის თანამდებობაზე). ამჟამად, სტრასბურგის სასამართლოში საქართველოს კვოტით წარდგენილი მოსამართლე ზურაბ ადეიშვილის ყოფილი მოადგილე, ნონა წოწორია გახლავთ, რომელსაც უფლებამოსილების ვადა ასევე მომავალ წელს ეწურება. სავარაუდოდ, სწორედ ამ პერიოდში დატოვებს თანამდებობას იუსტიციის მინისტრი, რომელიც მოსამართლის მანტიას უკვე სტრასბურგის სასამართლოში მოისხამს, მითუმეტეს, რომ წულუკიანს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა დაცვის სასამართლოში მუშაობის 10-წლიანი გამოცდილება უკვე აქვს", - წერს "კვირის პალიტრა". უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე კოტე კუბლაშვილს ვადა 2015 წლის თებერვალში ეწურება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.