ახალი ამბები
ე.წ. "უდოს" კომისია უქმდება
"უდოს" კომისიის გაუქმებას "პატიმრობის კოდექსში" დაგეგმილი ცვლილებები ითვალისწისნებს, რომელიც სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროში მომზადდა და მთავრობამ პარლამენტს განსახილველად უკვე წარუდგინა. როგორც სამინისტროში განმარტეს, პატიმართა პირობით ვადამდე გათავისუფლების საკითხებზე ადგილობრივი საბჭოები მოწესრიგებულად მუშაობს, მუდმივმოქმედი კომისია კი ცალკე მდგომი ორგანო იყო, რომელთან დაკავშირებითაც ანალიზმა მისი გაუქმების მიზანშეწონილობა აჩვენა. უწყებაში აცხადებენ, რომ კოდექსში დაგეგმილი ცვლილებების გათვალისწინებით, სისტემა ერთიანი იქნება. სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მუდმივმოქმედი კომისია საბჭოს საქმიანობაზე საერთო ზედამხედველობას ახორციელებდა და პატიმართა ვადაზე ადრე გათავისუფლებასთან თუ სასჯელის შემსუბუქებასთან დაკავშირებით გადაწვეტილებებს თავადაც იღებდა. ე.წ. უდოს კომისია შვიდი წევრისგან შედგება, რომელთა შორის არიან დეპუტატები უმრავლესობიდან და უმცირესობიდან, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს, უმაღლესი საგანმანათლებლო/ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების და არასამთავრობო ორგანიზაციების თითო-თითო წარმომადგენელი და სამინისტროს სისტემის ორი თანამშრომელი.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.