ახალი ამბები
სავალდებულო ტექდათვალიერება სავარაუდოდ 2017 წელს ამოქმედდება
ეკონომიკის სამინისტროში უარყოფენ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას მიმდინარე წლის 1 მარტიდან ავტომობილების სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შესახებ და აზუსტებენ, რომ აღნიშნული ინიციატივის განხორციელება ეკონომიკური საბჭოს რეკომენდაციის შედეგად მთავრობამ 2017 წლისთვის გადადო. შეგახსენებთ, რომ გასული წლის აგვისტოში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, მთავრობამ ავტომობილების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების ვადა 2 წლით გადაწია და ეს გადაწყვეტილება მოსახლეობის სოციალურ–ეკონომიკური მდგომარეობით ახსნა. როგორც გიორგი კვირიკაშვილმა მაშინ განაცხადა, საქართველოს მოსახლეობის დიდი ნაწილი საკმაოდ შეჭირვებულ მდგომარეობაშია და აქედან გამომდინარე, იმ სტანდარტებზე ერთბაშად გადასვლა, რომელიც ევროპაშია, ალბათ მოსახლეობისთვის მტკივნეული იქნებოდა. ექსპერტ დავით მესხიშვილის თქმით, სავალდებულო ტექდათვალიერების შემოღების შედეგად მინიმუმ 300 000 ადამიანი ავტომობილის გარეშე დარჩებოდა. თუმცა ეკონომიკის მინისტრის გიოგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტექდათვალიერების ორი წლით გადადება არ გულისხმობს იმას, რომ სამუშაო ახლავე არ დაიწყება. მისი შეფასებით, სახელმწიფომ და შესაბამისმა უწყებებმა უნდა შეიმუშაონ სტრატეგია, რათა გადავიდეთ იმ რეჟიმზე, რომ 2017 წელს მომზადებულები შევხვდეთ. წყარო:კომერსანტი
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.