ახალი ამბები
პრემიერი- 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს
ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5 პროცენტს მიაღწევს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა საქართველო-ესტონეთის ბიზნესფორუმზე განაცხადა. მისი თქმით, საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანია სტრატეგიულ პარტნიორებთან მჭიდრო სავაჭრო ურთიერთობებიც ჰქონდეს. "ესტონეთი ჩვენი მეგობარი ქვეყანა და სტრატეგიული პარტნიორია და მე დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულება, ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის ჩათვლით, ნამდვილად შეუწყობს ხელს ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო და ეკონომიკური თანამშრომლობის პოტენციალის სრულად ათვისებას. ესტონეთი, ისევე როგორც საქართველო, დიდი ქვეყანა არ არის, მაგრამ მან ძალიან დიდ წარმატებებს მიაღწია. ესტონეთი ერთ-ერთი გამორჩეული ქვეყანაა თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისა და ინოვაციების კუთხით. ჩვენი ქვეყნის წინსვლისთვის ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სწორედ ასეთი დინამიკური ბიზნესგარემოს ჩამოყალიბებას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. მისი თქმით, საქართველოს ენერგეტიკის სექტორში ინვესტიციას უკვე ახორციელებს ერთ-ერთი მოწინავე ესტონური კომპანია "Skinnest Group". "მინდა მივესალმო ამ კომპანიის ხელმძღვანელს, ბატონ ოლეგ ოსინოვსკის, რომელიც მონაწილეობს ჩვენს დღევანდელ ფორუმში. მნიშვნელოვანია, რომ ეს კომპანია ჩვენთან სხვა პროექტების განხორციელებასაც აპირებს და მომავალში, იმედია, სხვა ესტონური კომპანიებიც დაინტერესდებიან საქართველოს შესაძლებლობებით და უფრო მეტი ესტონური ინვესტიცია შემოვა საქართველოში", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა. მისივე თქმით, საქართველო რეგიონის ლიდერი ქვეყანაა სტაბილურობისა და ხელსაყრელი საინვესტიციო გარემოს კუთხით. "საქართველოს ბაზარი სრულიად ღიაა უცხოელი ინვესტორებისთვის, და განსაკუთრებულად მინდა აღვნიშნო ის, რომ ჩვენს ქვეყანაში ადგილობრივ და უცხოურ კომპანიებს მუშაობის აბსოლუტურად თანაბარი პირობები აქვთ შექმნილი. ჩვენ შევქმენით თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე ბიზნესგარემო, რაც აისახა კიდეც საერთაშორისო რეიტინგებში. ჩვენ ვვარაუდობთ, რომ რეგიონში არსებული გამოწვევების მიუხედავად, 2015 წელს საქართველოში ეკონომიკური ზრდა 5% მიაღწევს. მინდა აღვნიშნო, რომ მსოფლიოში ავტორიტეტული ანალიტიკური ცენტრის Heritage Foundation-ის ბოლო მონაცემებით, საქართველო 22-ე ადგილზეა მსოფლიოში თავისუფალი ეკონომიკის მქონე ქვეყნების სიაში და, წინა პერიოდთან შედარებით, შედეგები გაუმჯობესებული აქვს ათიდან ექვს კატეგორიაში, რომელთა შორისაა საჯარო ფინანსების მართვა, აგრეთვე საინვესტიციო გარემოს თავისუფლება და კერძო საკუთრების უფლების დაცულობა. იმავე გამოკითხვის თანახმად, საქართველო მე-12 ადგილზეა რეგიონის 43 ქვეყანას შორის და ჩვენი შედეგები ბევრად აღემატება ინდექსის საშუალო მაჩვენებელს. ამ კუთხით ესტონეთი მე-11 ადგილზეა და ის მისაბაძია საქართველოსათვის", - აღნიშნა მთავრობის მეთაურმა. მისი თქმით, 2014 წელს ასევე გაუმჯობესდა ეკონომიკური მაჩვენებლები საერთაშორისო რეიტინგის - "Fitch" და "Moody's"-ს მიხედვით: საქართველოს პოზიციები სტაბილურიდან პოზიტიურამდე გაუმჯობესდა, ხოლო "გლობალური კონკურენტუნარიანობის ინდექსში" ჩვენი ქვეყანა 19 საფეხურით დაწინაურდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.