ახალი ამბები
რუსმა ჯარისკაცმა სომხეთში ოჯახის ექვსი წევრი მოკლა
სასტიკი მკვლელობა ქალაქ გიუმრიში მოხდა. ეჭვმიტანილი, გიუმრის რუსულ ბაზაზე მომსახურე რიგითი ვალერი პერმაკოვი რამდენიმე საათის წინ თურქეთის საზღვარზე დააკავეს. ინფორმაციას სომხეთის შსს-ს პრესსამსახური ადასტურებს. რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს ჟურნალისტის განცხადებით, მკვლელობა ადგილობრივი დროით დილის 6 საათზე მოხდა. მისივე თქმით, რუსმა ჯარისკაცმა ექვსი ადამიანი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა, რის შემდეგაც მან ავტომატი და სამხედრო ფორმა ადგილზე დატოვა, ქალაქში სამოქალაქო ტანსაცმლით გავიდა და მიიმალა. მომხდარმა ადგილობრივებში პანიკა გამოიწვია, ქალაქში დროებით დახურეს სკოლები და ბაღები. "როგორც გავიგე დამნაშავე ვალერი პერმიაკოვი რუსეთიდან არის. ის დეკემბრიდან 102-ე სამხედრო ბაზაზე მსახურობს. ჯერჯერობით არ საუბრობენ მიზეზებზე თუ რატომ ჩაიდინა მან დანაშაული. თუმცა ეს არ არის პირველი შემთხვევა როდესაც რუსი ჯარისკაცი ჩვენ ქალაქში დანაშაულშია ბრალდებული. წლების წინ ორმა ჯარისკაცმა ქალაქის ცენტრში რამდენიმე ადამიანი მოკლა. გიუმრიში გამოძიების მიზნით რუსეთიდან სპეციალისტების ჯგუფი ჩამოვიდა. ინფორმაციას გვაწვდიან, რომ პერმაკოვი სხვადასხვა ქალაქში დაინახეს", - განაცხადა რადიო "თავისუფლების" სომხეთის ბიუროს კორესპოდენტმა სათენიკ კაღზვანციანმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
28 / მაისი 2026
სამეგრელოში წისქვილი - იგივე ოქუმი - მხოლოდ სამეურნეო ნაგებობა არ ყოფილა.
21 / მაისი 2026
სამეგრელოში მეთევზეობა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა არ ყოფილა - იგი ხალხის რწმენას, კულტურასა და ყოველდღიურ ყოფას მჭიდროდ უკავშირდებოდა.
14 / მაისი 2026
საქართველო აღიარებულია ღვინისა და პურის წარმოშობის სამშობლოდ და დღეს აქტიურად განიხილება მისი თაფლის უძველეს სამშობლოდ აღიარებაც.
ოდაბადეშ კინოხონი
28 / მაისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.