ახალი ამბები
გიორგი მარგველაშვილი არასამთავრობო სექტორს შეხვდება
ამის შესახებ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა. "შეხვედრა პრეზიდენტთან ჩაინიშნა 15 იანვრისთვის. ჩვენ კონკრეტულ კანდიდატურას არ წარვუდგენთ პრეზიდენტს. საია-ს პოზიცია, ისევე როგორც სხვა არასამთავრობო ორგანიზაციების, არის ის, რომ მოხდეს შეთანხმება კრიტერიუმებსა და პროცედურაზე, თუ როგორ უნდა შეირჩეს კანდიდატი, რომელიც ჩვენი შეხედულებით იქნება ღირსეული", - განაცხადა ნაცვლიშვილმა. გიორგი მარგველაშვილმა მზადყოფნა გამოთქვა, უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის კანდიდატურასთან დაკავშირებით კონსულტაციები დაიწყოს და დაინტერესებულ პირებს მასში მონაწილეობისკენ მოუწოდებს. ამასთან, როგორც გიორგი მარგველაშვილმა გუშინ განაცხადა, არც კონსტიტუციით, არც მოქმედი კანონმდებლობით პრეზიდენტს არ აქვს კონსულტაციების ვალდებულება. "თუმცა, ჩვენ ვაჩვენეთ, რომ ყველა ასეთ შემთხვევაში ვართ ღია კონსულტაციებისთვის", - განაცხადა პრეზიდენტმა. გიორგი მარგველაშვილი მოუწოდებს როგორც საზოგადოებას, ასევე საპარლამენტო უმრავლესობას და ოპოზიციის წარმომადგენლებს, ჩაერთონ ამ კონსულტაციებში. "ეს ჩვენ დაგვეხმარება იმ მიზნის განხორციელებაში, რომ დავასახელოთ საუკეთესო კანდიდატი. ბუნებრივია, გადაწყვეტილების სირთულე პრეზიდენტსა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას დააწვება", - აღნიშნა პრეზიდენტმა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.