ახალი ამბები
საგაზეთო ჯიხურებში "შარლი ებდოს" ყველა ნომერი 10 წუთში იყიდება
ფრანგული მედიის ინფორმაციით, ბევრ საგაზეთო ჯიხურში მომხმარებელი დილის ექვსი საათიდან ჩადგა რიგში "შარლი ებდოს" ახალი ნომრის საყიდლად. "დღეს ჩვენ ტრადიციულზე უფრო მეტი ეგზემპლიარი მივიღეთ, თუმცა ვშიშობ, რომ ეს რაოდენობა მაინც არ იქნება საკმარისი", - განუცხადა Le Figaro-ს ერთ-ერთმა გამყიდველმა. ფრანგული სატირული ჟურნალის "შარლი ებდოს" ახალი ნომერი გაყიდვაში ჟურნალის რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტიდან ერთი კვირის შემდეგ დღეს გამოვიდა. ახალი ნომერი გარეკანზე წინასწარმეტყველ მუჰამედის კარიკატურაა, რომელსაც ხელში უჭირავს პლაკატი, წარწერით - "მე ვარ შარლი" (Je Suis Charlie). კარიკატურის ზედა მხარეს კი დატანილია წარწერა "ყველაფერი მიტევებულია" (Tout est pardonné). "ბიბისის" ცნობით, ჟურნალის შიდა გვერდებზე ისლამისტი ექსტრემისტების კარიკატურებია. ერთ-ერთ მათგანზე გამოსახულია ორი ტერორისტი, რომლებიც სამოთხეში ხვდებიან და ერთმანეთს ეკითხებიან - "სად არის 70 ქალწული?", უკანა ფონზე კი ჩანან "შარლი ებდოს" დაღუპული ჟურნალისტები, რომლებიც ამ ქალწულებთან ორგიას აწყობენ. არსებული ინფორმაციით, ჟურნალი გაყიდვაში ტრადიციული 60-ათასიანი ტირაჟის ნაცვლად, 3-მილიონიანი ტირაჟით გამოიცა. "შარლი ებდოს" ახალი ნომერი ხელმისაწვდომია ექვს ენაზე, მათ შორის ინგლისურად, არაბულად და თურქულად. 7 იანვარს, პარიზში "შარლი ებდოს" რედაქციაზე განხორციელებული ტერაქტის შედეგად 12 ადამიანი დაიღუპა. გასულ კვირას საფრანგეთში განხორციელებულ ტერაქტებს საერთო ჯამში, 17 ადამიანი ემსხვერპლა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2026 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.