ახალი ამბები
უკრაინაში ქართველი მებრძოლი თამაზ სუხიაშვილი დაიღუპა
ოჯახის წევრების განცხადებით, თამაზ სუხიაშვილი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 2012 წლამდე მსახურობდა. მას მონაწილეობა აქვს მიღებული საერთაშორისო სამშვიდობო მისიებში. გარდა ამისა, როგორც უკრაინაში მებრძოლმა ქართველმა დავით მაყიშვილმა განაცხადა, თამაზ სუხიაშვილი დონეცკის აეროპორტის შტურმის დროს დაიღუპა. მასთან ერთად დაიჭრა კიდევ სამი ქართველი, თუმცა დაჭრილი ქართველების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. "ვადასტურებ ინფორმაციას, რომ შეტაკებისას დაიღუპა ერთი ქართველი მებრძოლი და სამი დაიჭრა მსუბუქად. მე მაქვს ინფორმაცია, რომ მოხდა შეტაკება 93-ე ბრიგადის მეორე ბატალიონის მეექვსე ასეულსა და რუს სამხედროებს შორის დონეცკის მიმართულებაზე დასახლებული პუნქტიდან. ოპერაცია განხორციელდა იმის გამო, რომ მომხდარიყო ყურადღების გადატანა უკრაინული მხარის მიერ და განხორციელებულიყო აეროპორტის გზის გათავისუფლება, რათა მოხერხებულიყო დაჭრილების გამოყვანა. ბოლო 3 დღეა აეროპორტიდან დაჭრილების გამოყვანა ვერ ხერხდებოდა. ამ მცირემასშტაბიანი შეტაკების დროს 1 ქართველი დაიღუპა და 3 დაიჭრა. დაჭრილების სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. უახლოეს მომავალში იმედი გვაქვს გარდაცვლილის საქართველოში გადმოსვენება მოხდება", - განაცხადა დავით მაყიშვილმა. უკრაინაში ქართველი მებრძოლის ინფორმაციით, ქართველები უკრაინაში ფრონტის ხაზზე ბრძოლას განაგრძობენ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.