ჟერარ დეპარდიეს შემდეგ, რუსეთის მოქალაქეობის მოთხოვნით ცნობილი ფრანგი მსახიობი და ცხოველთა დამცველი ბრიჯიტ ბარდო „იმუქრება“, ის ცდილობს ორი ავადმყოფი სპილო გადაარჩინოს, რომელთა მიძინებას საფრანგეთის ქალაქ ლიონის ვეტერინარულ კლინიკაში აპირებენ.
ბ.ბარდოს ლიონის ხელისფლებისთვის გაგზავნილ მიმართვაში ნათქვამია: "თუ ხელისუფალთ ეყოფათ თავხედობა და უსინდისობა სპილოების მოსაკლავად, მას გადაწყვეტილი აქვს რუსეთის მოქალაქეობა ითხოვოს, რათა დატოვოს ქვეყანა, რომელიც სხვა არაფერია თუ არა ცხოველთა სასაფლაო“.
უფრო ადრე ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ დეკემბრის შუა რიცხვებში ლიონის პრეფექტმა გასცა განკარგულება ორი საცირკო სპილოს დაძინების შესახებ, რადგან გაჩნდა ეჭვი, რომ შესაძლოა ისინი ტუბერკულოზით იყვნენ ავად. ცირკის დირექტორმა გაასაჩივრა ეს გადაწყვეტილება, თუმცა ადმინისტრაციულმა სასამართლომ მხარი ფრეპექტურას დაუჭირა.სარეცხის ეფექტური, უსაფრთხო და ენერგოეფექტური მოვლა თანამედროვე საცხოვრებელი სივრცის ერთ-ერთი მთავარი ტექნიკური ამოცანაა.


მასალის გამოყენების პირობები