Error
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/mishaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/mishaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/mishaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
  • PHPImageWorkshop\Exception\ImageWorkshopBaseException: [3]: Can't open the file at "http://radioatinati.ge/multimedia/2013/01/mishaaa.jpg" : file is not readable, did you check permissions (755 / 777) ?
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ შესაძლოა, ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაოდ ზუგდიდის რეზიდენციაში გადადის. გაზეთ "რეზონანსის" ცნობით, შესაძლოა მიხეილ სააკაშვილი ზუგდიდის რეზიდენციაში გადავიდეს და ქვეყანა იქიდან მართოს . ამის შესახებ მიხეილ სააკაშვილს საჯარო განცხადება არ გაუკეთებია, თუმცა როგორც "რეზონანსი" იუწყება, აღნიშნული ინფორმაციის შესახებ პრეზიდენტმა სამეგრელოში ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრისას ისაუბრა. გავრცელებულ ინფორმაციას პრეზიდენტის პრესსამსახურში არც ადასტურებენ და არც უარყოფენ. "არ ვიცი, სიმართლეა თუ არა. საჯარო განცხადება არ ყოფილა ამის შესახებ, რადგან როცა რაიმე საჯარო განცხადება კეთდება, ყველაფერი ოფიციალურ ვებ-გვერდზე იდება. ეს ალბათ შიდა ინფორმაცია გაქვთ. სხვა არაფერი შემიძლია გითხრათ", -აღნიშნა "რეზონანსთან" საუბრისას პრეზიდენტის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ნათია ბანძელაძემ. გამოცემის ცნობით, 2009 წელს პრეზიდენტმა სამთავრობო რეზიდენციები გასაყიდად გაიტანა. საპრივატიზაციო ნუსხაში ბათუმისა და ზუგდიდის რეზიდენციები მოხვდნენ, წეროვანის რეზიდენცია კი საბავშვო ბაღად გადაკეთდა. თუმცა, 4 წლის წინ გასაყიდად გატანილი ზუგდიდის რეზიდენცია კვლავ პრეზიდენტის განკაგულებაშია. 4 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის ზუგდიდში სტუმრობის დროს, იგი საკუთარ რეზიდენციაში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარეს, რაიონის გამგებელს და შპს "ანაკლია-განმუხურის რესორტის" დირექტორს შეხვდა. გავრცელებულ ინფორმაციას "რეზონანსთან" საუბარში ქართველი ექსპერტებიც აფასებენ. "საარჩევნო და პოლიტტექნოლოგიების კვლევითი ცენტრის" დირექტორი კახი კახიშვილი მიიჩნევს, რომ პრეზიდენტის სიტყვებში ძნელია გაარჩიო სიმართლე და ტყუილი. მისი შეფასებით, შესაძლებელია პრეზიდენტმა აღნიშნული განცხადება მხარდამჭერების გულის მოსაგებად გააკეთა თუმცა ასევე შესაძლებელია, რომ მის უკან პოლიტიკური კრიზისის გაღრმავება იდგეს. "ის შეიძლება ფიქრობს, რომ სამეგრელოში მხარდამჭერები ჰყავს და როდესაც ამ გადაწყვეტილების მისაღებად მზად იქნება, ეს სამეგრელოდან გააკეთოს, რადგან უფრო დაცული იქნება",- განმარტავს კახიშვილი. პრეზიდენტის ნათქვამში ტყუილისა და სიმართლის გარჩევა უჭირს ექსპერტ სოსო ცინცაძესაც. მისი თქმით, იმის გამო, რომ ქვეყანაში არც სამოქალაქო დაპირისპირება არის და არც მტერია შემოჭრილი, პრეზიდენტის ზუგდიდის რეზიდენციაში გადასვლა მსოფლიო ისტორიაში უჩვეულო ფაქტი იქნება. ამასთან, ცინცაძეს ეს ყველაფერი ზვიად გამსახურდიას დროინდელ ამბავს აგონებს, "როდესაც ზუგდიდის ბატალიონმა რუსთაველის ოკუპაცია მოახდინა და აცხადებდნენ, რომ ჩვენ ჩვენს პრეზიდენტს ზუგდიდში წავიყვანთო. ისინი თვლიდნენ, რომ გამსახურდია მხოლოდ მეგრელების პრეზიდენტი იყო", - განმარტა "რეზონანსთან" საუბრისას სოსო ცინცაძემ. მისივე თქმით, ეს ნაბიჯი პრეზიდენტმა შესაძლოა, მეგრელების მიმართ მადლიერების ნიშნად გადადგას, "რადგან საპარლამენტო არჩევნებზე სამეგრელომ სხვა რეგიონებთან შედარებით "ნაციონალურ მოძრაობას" მეტი ხმები მოუტანა". ცინცაძე შენიშნავს, რომ მიხეილ სააკაშვილი ოქტომბრამდე საქართველოს პრეზიდენტია და - "არა მხოლოდ სამეგრელოსი". პრეზიდენტის ინიციატივას რეგიონის მოსახლეობის გულის მოსაგებად გაკეთებულ განცხადებად მიიჩნევს საზოგადოებრივი კომუნიკაციების მართვის სპეციალისტი არჩილ გამზარდიაც. მისი თქმით, ამ განცხადების სერიოზულ დონეზე შეფასება არ უნდა მოხდეს, რადგან "პრეზიდენტს ახასიათებს ხოლმე ლოკალურ წრეებში გარკვეული ხელოვნური პოზიტივების გამოხატვა". წყარო:"ინტერპრესნიუსი"
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
04 / აგვისტო 2026
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
31 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2026 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31 123456
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.