ახალი ამბები
რომან გოცირიძე– მთავრობას რომ წინასაარჩევნო დაპირებების 80% შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა
ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, ექსპერტ რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობას რომ წინასაარჩევნო დაპირებების 80% შეესრულებინა, ეკონომიკა დაინგრეოდა. "პირველად როგორც კი მთავრობამ ვერ შეასრულა რაღაც დაპირებები და ოპოზიციამ დაუწყო კიჟინი, მე დავიცავი მთავრობა. ოღონდ დავიცავი ცოტა სარკაზმულად. კიდევ კარგი, რომ მან ვერ შეასრულა თავისი დანაპირების 80% და შეასრულა მხოლოდ 20%. მტრისას ეს 80% რომ შესრულებულიყო. დღეს ეკონომიკა დაინგრეოდა", - განაცხადა გოცირიძემ. მისი თქმით, ეს დაპირებები იყო პოპულისტური, რომელიც არ იყო დამყარებული რეალურ ეკონომიკურ შესაძლებლობებზე, რაც ფაქტობრივად დაანგრევდა მაკროეკონომიკურ სურათს. "პირველი - ტარიფებით დაიწყეს, რაც აბსოლუტურად არასწორი იყო. შეღავათიანი ტარიფი, რომელიც დაგვიწესეს, ეს მოხდა ინვესტიციის შემცირების ხარჯზე, საინვესტიციო კომპონენტი ამოიღეს და დღეს ენერგეტიკა ფაქტობრივად გაჩერებულია. ენერგეტიკაში გვაქვს ძალიან დიდი მინუსი. მეორე - რასაც ჰქვია ჯანდაცვის პროგრამები, თუკი ვინმეს ეკითხებიან სად იყო წარმატება ხელისუფლების მუშაობის, იმ წუთას იტყვიან - ჯანდაცვა. არგუმენტია, რომ ყველას უკეთებენ ოპერაციას. რატომ უნდა გაუკეთო ადამიანს, რომელსაც აქვს 20-30 ათასი დოლარი შემოსავალი, სახელმწიფოს ფინანსებით ოპერაცია?! დაიმახსოვრეთ, ჯანდაცვის პროგრამა, რომელიც ბიუჯეტშია ჩადებული, 1 ან მაქსიმუმ 2 წლის შემდეგ იქნება სერიოზული დესტაბილიზაციის წყარო ჩვენი ფინანსური სისტემის, იმიტომ, რომ არასწორ პრინციპებზეა აგებული. დაიწყება რიგები საავადმყოფოებში, მერე დაიწყება თანხების შემცირება, მერე დავალიანებები, კორუფცია..", - განაცხადა გოცირიძემ.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.