მეხიკოს ხელისუფლებამ აზერბაიჯანის ყოფილი ლიდერის ჰეიდარ ალიევის ძეგლის დემონტაჟი მოახდინა. ბრინჯაოს მონუმენტი ქალაქის ცენტრალურ პარკში გასული წლის აგვისტოში დადგეს. მისი აღმართვის წინააღმდეგ სამართალდამცველი ორგანიზაციები გამოვიდნენ. დემონსტრანტებმა განაცხადეს, რომ ალიევს ბრალს სდებდნენ ავტორიტარიზმსა და ადამიანის უფლებათა დარღვევაში, ამიტომ მისი მონუმენტის ადგილი მაჰათმა განდის, აბრაამ ლინკოლნის და მექსიკის ეროვნული გმირების ძეგლების გვერდით არსებობა დაუშვებელია.
მასალის გამოყენების პირობები