ახალი ამბები
მაშველებმა ჩამოვარდნილი თვითმფრინავის შავი ყუთი იპოვეს
„ჯერმანვინგზის“ კუთვნილი თვითმფრინავის ჩამოვარდნის ადგილზე მაშველებმა მისვლა ტრაგედიიდან რამდენიმე საათის შემდეგ შეძლეს. „ევრონიუსის“ ცნობით, ფრანგული ალპების ის მონაკვეთი, სადაც ჩამოვარდნილი თვითმფრინავი იპოვეს, ძნელად მისადგომია. მაშველებმა „შავი ყუთი“ იპოვეს და პარიზში გააგზავნეს, დღეს ექსპერტები ჩანაწერების გაშიფრვას დაიწყებენ. საფრანგეთის შს მინისტრის პრეს–მდივანი, პიერ–ანდრი ბრანდე აცხადებს, რომ ახლა იურიდიული გამოძიების ფაზა იწყება, რომელიც იქნება ხანგრძლივი და მოითხოვს სკურპულოზურ მუშაობას. „უნდა ვიპოვოთ ცხედრები, მოხდეს მათი იდენტიფიკაცია, შემდეგ გადაეცეს ოჯახებს. რაც მთავარია, უნდა ჩავეჭიდოთ ყველა მტკიცებულებას, რაც მიგვიყვანს საბოლოო შედეგამდე და გავარკვევთ, რა გახდა კატასტროფის მიზეზი,“ – აცხადებს ბრანდე. A320, რომელიც ბარსელოდანად დიუსელდორფში მიფრინავდა, გუშინ საფრანგეთის ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ბორტზე 150 ადამიანი იმყოფებოდა, სავარაუდოდ, ყველა მათგანი გარდაიცვალა. კატასტროფამდე 8 წუთით ადრე თვითმფრინავმა, რომელიც 11,5 ათასი მეტრის სიმაღლეზე მიფრინავდა, სწრაფად დაიწყო ძირს ვარდნა, შემდეგ კი პილოტი შეეცადა ჰაერში დაემუხრუჭებინა. „ევრონიუსის“ ინფორმაციით, ამ პერიოდის განმავლობაში სახმელეთო სამსახურებს არცერთი პილოტი არ დაკავშირებია. მიწაზე ჩამოვარდნის მომენტში თვითმფრინავი ნაწილებად დაიშალა. კომპანია Germanwings „ლუფთანზას“ ეკუთვნის. „ლუფთანზას“ წარმომადგენლები აცხადებენ, რომ კატასტროფის მიზეზი უბედური შემთხვევა გახდა. ლაინერმა გაფრენის წინა დღეს ტექდათვალიერება გაიარა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
20 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია სამეგრელოს არქაული სამეურნეო ნაგებობებისა და მათ უკან მდგომი კულტურის ამბებზე.
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.