ვენესუელის პრეზიდენტი უგო ჩავესი გარდაიცვალა, - ამის შესახებ ვენესუელის ვიცე-პრეზიდენტმა ნიკოლას მადურომ სატელევიზიო მიმართვისას განაცხადა. 58 წლის უგო ჩავესი ვენესუელის პრეზიდენტი 1999 წლიდან იყო.
პრეზიდენტი ჩავესი გუშინ, ადგილობრივი დროით 16.25 საათზე გარდაიცვალა. იგი უკანასკნელი ორი წელი ებრძოდა ონკოლოგიურ დაავადებას, რომელიც 2011 წელს დაუდგინდა.
გარდაცვალებამდე ცოტა ხნით ადრე ჩავესი ჰავანიდან კარაკასში გადაიყვანეს. ჰავანაში იგი ბოლო ქირურგიული ოპერაციის შემდეგ მკურნალობდა.
პრეზიდენტის გარდაცვალება ვენესუელელ ხალხს უკვე მიუსამძიმრეს ურუგვაის, არგენტინის პრეზიდენტებმა, კუბის სახელმწიფო საბჭომ და სამხრეთ ამერიკის სხვა ქვეყნების პრეზიდენტებმა.
bbc
მასალის გამოყენების პირობები