ნიუ–იორკის Dow Jones – ის ინდექსმა ახალ ისტორიულ მაქსიმუმს მიაღწია და კრიზისამდე არსებულ დონეს გადააჭარბა.
ვაჭრობის დაწყებიდან ინდექსმა 14226 პუნქტს მიაღწია. წინა რეკორდი, რომელც 2007 წლის ოქტომბერში დამყარდა, 14198 პუნქტი იყო.
ბაზრის გმოცოცხლება იმაზე მიუთითებს, რომ ინვესტორები უფრო დადებითად აფასებენ აშშ–ის ეკონიმიკის პერსპექტივებს.
2009 წლის მარტიდან, როდესაც ინდექსი 6550 ნიშნულზე იმყოფებოდა, Dow Jones თითქმის ორჯერ გაიზარდა.
მასალის გამოყენების პირობები