ახალი ამბები
”საერთაშორისო ბიზნესი კომპასის” ინდექსში საქართველო 43-ე პოზიციაზეა
საინვესტიციო მიმზიდველობის თვალსაზრისით, მეზობელ სახელმწიფოებს შორის საქართველოს საუკეთესო მაჩვენებელი აქვს აუდიტორულმა და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია BDO-მ გამოაქვეყნა მსოფლიო ქვეყნების საინვესტიციო გარემოს შემსწავლელი კვლევა - საერთაშორისო ბიზნესი კომპასი 2015 (International Business Compass 2015), რომლის თანახმად, საქართველო მსოფლიოს 174 ქვეყანას შორის 60,93 ქულით 43-ე პოზიციაზეა. BDO-ს მონაცემებით, საქართველოს საინვესტიციო ინდექსი 2014 წელთან შედარებით 5 პუნქტით გაუმჯობესდა, 2013 წელს კი საქართველო 54-ე პოზიციაზე იყო. ”საერთაშორისო ბიზნეს კომპასი” ქვეყნის სანდომიანობას სხვადასხვა მექანიზმებით იკლევს და მოიცავს სამ მიმართულებას: ეკონომიკურ, პოლიტიკურ-სამართლებრივსა და სოციო-კულტურულს. BDO-საქართველოს ინფორმაციით, კვლევისას BDO ხელმძღვანელობს ეკონომიკური, პოლიტიკურ-სამართლებრივი და სოციალური ფაქტორებით. ერთის მხრივ, ამა თუ იმ ქვეყნისადმი ინტერესი განისაზღვრება პოტენციური ინვესტიციის განხორციელების თვალსაზრისით, რაც ნათლად მეტყველებს ეკონომიკურ პოტენციალზე. მეორეს მხრივ, მხოლოდ ეკონომიკურ ფაქტორებზე დაყრდნობით შეუძლებელია ფართო ჭრილში შევისწავლოთ ქვეყანაში არსებული სიტუაცია. ეს კი გამოწვეულია პოლიტიკური, სამართლებრივი, სოციალური და კულტურული ასპექტების დიდი გავლენით ქვეყანაში ინვესტიციების გახორციელების თვალსაზრისით. რაც შეეხება ჩვენს მეზობელს ქვეყნებს, ინდექსში სომხეთი 66-ე ადგილზეა და წინა წელთან შედარებით 7 პოზიციით გაიუარესა მდგომარეობა, აზერბაიჯანი - 65-ე, უკრაინა - 89-ე, რუსეთი - მე-100 , ხოლო თურქეთი 57-ე ადგილზე იმყოფება.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
26 / თებერვალი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ჭაობის ყველაზე ბნელ და მისტიკურ საიდუმლოზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.