ახალი ამბები
Freedom House-ის ანგარის მიხედვით, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა
დემოკრატიის კუთხით გაუმჯობესება ევრაზიის რეგიონში მხოლოდ ორ ქვეყანაში აღინიშნა - ეს იყო საქართველო, სადაც 2014 წელს პირველად ჩატარდა მერის პირდაპირი წესით არჩევნები და ასევე უკრაინა. ამის შესახებ ნათქვამია უფლებადამცველი ორგანიზაცია Freedom House-ის ანგარიშში "სახელმწიფოები გარდამავალ პერიოდში 2015". ანგარიში ეხება აღმოსავლეთ ევროპის, პოსტსაბჭოთა სივრცისა და ბალკანეთის 29 ქვეყანას და მოიცავს 2014 წლის მონაცემებს. კვლევის მიხედვით, 7 ქულიანი შკალიდან, სადაც 1 ქულა საუკეთესო მაჩვენებელია, ხოლო 7 ავტორიტარიზმის ნიშანი, საქართველოში დემოკრატიის დონე 4,64 ქულით შეფასდა. ამ მაჩვენებლით, საქართველო ჰიბრიდული რეჟიმის ქვეყნებს შორის მოხვდა. ამავე ჯგუფში მოხვდნენ მაკედონია, ალბანეთი, ბოსნია და ჰერცოგოვინა, უკრაინა და მოლდოვა. Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე ავტორიტატული რეჟიმის ქვეყანები არიან ტაჯიკეთი, რუსეთი, ყაზახეთი, ბელორუსი, აზერბაიჯანი, თურქმენეთი და უზბეკეთი. "ავტორიტარულმა ლიდერებმა, რომლებიც მხოლოდ სიტყვით უჭერენ მხარს დემოკრატიულ რეფორმებს, თავიანთი რეპრესიული ტაქტიკის სისტემატიზირება მოახდინეს და უარი თქვეს ინკლუზიური პოლიტიკის გატარებაზე", - ნათქვამია ანგარიშში. ანგარიშში ასევე აღნიშნულია, რომ ამ რეგიონში დემოკრატიული ძალისხმევა ავტორიტატული სახელმწიფოებისგან და სხვა ოპონენტებისგან ახალ, მომატებულ აგრესიულ თავდასხმებს აწყდება. ანგარიშის ავტორები აღნიშნავენ, რომ ყველაზე დიდ შეშფოთებას იწვევს ევრაზიაში მიმდინარე ნეგატიური პროცესები. ანგარიში მოიცავს 2014 წლის 1-დან 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდს.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.