ახალი ამბები
საუდის არაბეთის პრინცმა სტიქიით დაზარალებულებს 300 000 დოლარი გამოუყო
საუდის არაბეთის პრინცმა ალ-ვალიდ ბინ ტალალ ბინ აბდულაზ ალ საუდმა თბილისის სტიქიის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 300 000 აშშ დოლარი გამოყო. საქართველოს პრემიერ-მინისტრის სახელზე გამოგზავნილი პრინცის შესაბამისი წერილი საუდის არაბეთში საქართველოს საელჩოს გადაეცა. "ჩვენ ყურადღებით ვადევნებთ თვალს თბილისში, მდინარე ვერეს ხეობაში მომხდარი სტიქიის შედეგად განვითარებულ მოვლენებს. გვსურს გამოვხატოთ ღრმა მწუხარება და მივუსამძიმროთ ქართველ ხალხს. მძიმე დროს მეგობრები ყოველთვის ერთმანეთის გვერდში დგანან. ფონდი Alwaleed Philanthropies ერთ-ერთი პირველია მათ შორის, ვინც დახმარებას უწევს წყალდიდობის შედეგად დაზარალებულებს. გვწამს, რომ სტიქიური უბედურებების ლიკვიდაციის საქმეში მნიშვნელოვანი წვლილის შეტანა შეგვიძლია, ამიტომ დაუყოვნებლივ დაუკავშირდით საქართველოს ელჩს საუდის არაბეთში, რათა უზრუნველყოფილ იქნას ფონდის მიერ გამოყოფილი 300.000 აშშ დოლარის ოდენობის შენატანის განხორციელება სტიქიის შედეგად მიყენებული ზარალის აღმოსაფხვრელად და დაზარალებული ადამიანების დასახმარებლად. ბატონო პრემიერ-მინისტრო, ჩვენ ვლოცულობთ თქვენი და ქართველი ხალხისთვის", - აღნიშნულია საუდის-არაბეთის პრინცის წერილში, რომელიც მან საქართველოს პრემიერ-მინისტრს გაუგზავნა. საუდის არაბეთში საქართველოს ელჩმა გიორგი ჯანჯღავამ თბილისში დატრიალებული სტიქიის შემდეგ საუდის არაბეთის პრინცთან 16 ივნისს საგანგებო შეხვედრა გამართა, სადაც ალ-ვალიდს მიაწოდა ინფორმაცია მომხდარის შესახებ. საუდის არაბეთის პრინცმა ელჩს საქართველოს მოსახლეობისა და მთავრობის სახელზე სამძიმრის წერილი გადასცა. ელჩთან შეხვედრისას პრინცმა გამოხატა სურვილი საელჩოსთან კოორდინაციით დაზარალებულებს დახმაროს. პრინცი რეგულარულად ინტერესდება, თუ როგორ მიმდინარეობს აღდგენითი სამუშაოები, რის თაობაზეც საელჩო მას უწყვეტ რეჟიმში აწვდის ინფორმაციას. საუდის არაბეთის პრინცი საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 2015 წლის 10 ივნისს ეწვია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
21 / მაისი 2026
სამეგრელოში მეთევზეობა მხოლოდ სამეურნეო საქმიანობა არ ყოფილა - იგი ხალხის რწმენას, კულტურასა და ყოველდღიურ ყოფას მჭიდროდ უკავშირდებოდა.
14 / მაისი 2026
საქართველო აღიარებულია ღვინისა და პურის წარმოშობის სამშობლოდ და დღეს აქტიურად განიხილება მისი თაფლის უძველეს სამშობლოდ აღიარებაც.
07 / მაისი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ოლაჭკანდერზე - მეგრულ საზღვაო ტრადიციაში გამორჩეულ საბრძოლო ხომალდზე, რომელმაც ოდესღაც სამეგრელოს ძალა და საზღვაო დიდება განასახიერა.
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მაისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2026 »»
27282930 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.