ისრაელის პოლიციის ინფორმაციით ღაზას სექტორიდან ისრაელის მიმართულებით ორი რაკეტა გამოუშვეს, ერთი მათგანი ქალაქ სდეროტის შემოგარენში, სახლის ეზოში აფეთქდა, მეორე - საზღვრის მიმდებარე ტერიტორიაზე. აფეთქებებს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
რაკეტის გაშვებაზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არც ერთ პარტიასა და დაჯუფებას არ აუღია თავის თავზე.
სარაკეტო შეტევა ისრაელში პრეზიდენტ ბარაქ ობამას ვიზიტს დაემთხვა. დღეს აშშ-ის პრეზიდენტი მდინარე იორდანეს დასავლეთ სანაპიროს ესტუმრება და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელთან მახმუდ აბასთან მოლაპარაკებებს გამართავს.
მასალის გამოყენების პირობები