საარტილერიო ჭურვები დამასკოს უნივერსიტეტის კომპლექსს მოხვდა, რის შედეგადაც 15 სტუდენტი დაიღუპა. ინფორმაციას სირიის სახელმწიფო ტელევიზია ავრცელებს.
ოფიციალური საინფორმაციო სააგენტო „სანა“ იუწყება, რომ ამავე იერიშის შედეგად დაჭრილია ექვსი ადამიანი. ტელევიზია „ალ-იხბარიის“ ცნობით, ჭურვები მოხვდა არქიტექტურის ფაკულტეტის შენობას დამასკოს ცენტრალურ უბანში. ბრიტანეთში დაფუძნებული ორგანიზაცია „სირიის ადამიანის უფლებათა ობსერვატორია“ ადასტურებს ცნობას უნივერსიტეტის კომპლექსის დაბომბვის შესახებ. პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის რეჟიმის წინააღმდეგ მებრძოლი მეამბოხეები ბოლოხანს სულ უფრო ხშირად იყენებენ საარტილერიო ჭურვებს დამასკოში იერიშების მოსაწყობად.
მასალის გამოყენების პირობები