ჩრდილოეთ კორეამ სამხრეთ კორეელ სპეციალისტებს საზღვრისპირა ერთობლივ ინდუსტრიულ ზონა კესონში შესვლა აუკრძალა. კესონში 100-მდე ქარხანა და საწარმოა, სადაც 50 ათასამდე ჩრდილოეთ კორეელი და რამდენიმე ასეული სამხრეთ კორეელი სპეციალისტი მუშაობს, რომელთაც ზონაში მოსახვედრად სპეციალური საშვი ეძლეოდათ.
ამ სიტუაციას ვერ დაარქმევ უპრეცენდენტოს: სამხრეთ კორეისა და აშშ-ის ერთობლივი სწავლების გამო, ფხენიანმა 2009 წლის მარტშიც აუკრძალა სამხრეთ კორეელებს ზონაში შესვლა, თუმცა მაშინ აკრძალვა მოკლევადიანი იყო.
bbc
მასალის გამოყენების პირობები