
მიმდინარე წლის ბოლომდე რეგიონში ამ ბრენდის ქვეშ 10–მდე ახალი სავაჭრო ობიექტი დაიწყებს ფუნქციონირებას. "Sunday"–ს დირექტორის დავით კუხალაშვილის განცხადებით, ქსელი მომხმარებელს მაღალი ხარისხის მომსახურებასთან ერთად კონკურენტუნარიან ფასებს შესთავაზებს.
ცნობისთვის: Sunday–ს პირველი სუპერმარკეტი ზუგდიდში პირველ მაისს გაიხსნება. მაისის ბოლომდე ზუგდიდში ამ ბრენდის ქვეშ სამი ობიექტი ამოქმედდება.
მასალის გამოყენების პირობები