
ბენედიქტ XVI ბრუნდება: პირველად ახალ ისტორიაში ვატიკანის ტერიტორიაზე ერთდროულად ორი პაპი იცხოვრებს. იოზეფ რატცინგერი დღეს წმინდა მარიას ტაძარში გადადის, რომელიც მისი მემკვიდრის ფრანცისკის რეზიდენციის მახლობლადა მდებარეობს.
მონასტერში სწორედ ახლა დასრულდა რემონტი და შენობის აღჭურვა. „საპატიო პაპი“ ცხვრების დარჩენილ წლებს აქ გაატარებს.
ვატიკანში მღელვარებას ვერ მალავენ - ბოლოს ასეთი რამ 600 წლის წინ მოხდა. როგორც ვარაუდობენ, მნიშვნელოვანი სირთულეები შეიძლება გაჩნდეს მხოლდ ერთ შემთხვევაში — თუ ძველი პაპი ახალი პაპის საქმეებში ჩაერევა. თუმცა ბენედიქტ XVIპირობას დებს, რომ ამას არ გააკეთებს და დარჩენილ ცხოვრებას ლოცვებსა და საღვთო ნაშრომებს მიუძღვნის.
მასალის გამოყენების პირობები