ახალი ამბები
სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზი ამუშავდა
2015 წლის ნოემბრიდან სახალხო დამცველის აპარატში პირველად ამუშავდა ცხელი ხაზი სატელეფონო ნომრით – 1481. ცხელი ხაზი სახალხო დამცველის ახალი საპილოტე პროექტია, რომელიც მოქალაქეებს კომუნიკაციის ბევრად უფრო მოქნილ და ეფექტურ მექანიზმს სთავაზობს. იგი ყოველდღიურად, ოცდაოთხსაათიან რეჟიმში მოქალაქეებისგან მიიღებს ინფორმაციას სახელმწიფო (საჯარო) დაწესებულებების მხრიდან ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა სავარაუდო დარღვევებზე, მათ შორის, წამებისა და სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის სავარაუდო ფაქტებზე. ნებისმიერ პირს, ვინც თვლის, რომ თავად განიცდის წამებას და სასტიკ, არაადამიანურ ან დამამცირებელ მოპყრობას, აქვს სიცოცხლის მოსპობისა თუ ჯანმრთელობის დაზიანების საფრთხე, ან დაექვემდებარა უკანონო დაკავებას, დაპატიმრებას თუ თავისუფლების სხვაგვარად შეზღუდვას, აგრეთვე, ოჯახურ ძალადობას, ან არის ასეთი ქმედების თვითმხილველი, დაგვიკავშირდეს ცხელ ხაზზე. ინფორმაციის მიღებისა და დამუშავების შემდეგ, სახალხო დამცველის აპარატის რეაგირების ჯგუფი გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სავარაუდო უფლებადარღვევის ადგილზე მივა. თუმცა, საწყის ეტაპზე, რეაგირების ჯგუფი მხოლოდ თბილისის ტერიტორიაზე იმუშავებს. ცხელი ხაზის ამოქმედება მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა დაცვის მაღალი სტანდარტების დამკვიდრების ხელშეწყობას, უფლებადარღვევებზე დროულ რეაგირებას, სახალხო დამცველის აპარატისადმი ნდობის ხარისხის ამაღლებას. ცხელი ხაზის ნომერზე – 1481 დარეკვა შესაძლებელია როგორც ადგილობრივი (სტაციონარული), ასევე მობილური ოპერატორების ნომრებიდან. ავტორი: სახალხო დამცველის აპარატში ცხელი ხაზი ამუშავდა
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
ზუგდიდში, ჩეხეთის რესპუბლიკის, შვედეთისა და ევროკავშირის მხარდაჭერით ხორციელდება პროექტი „ხალხი და რეგიონები სურსათის უვნებლობისთვის“, რომელშიც სხვადასხვა პროფილის სურსათის მწარმოებელი ბიზნეს ოპერატორები, ადგილობრივი ფერმერები და მეწარმეები მონაწილეობენ. პროექტის მიზანია რეგიონებში სურსათის უვნებლობის მიმართულებით საინფორმაციო გარემოს გაუმჯობესება და მოსახლეობის ინფორმირებულობის ამაღლება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
03 / მაისი 2025
შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის, ასევე, სამეგრელო-ზემო სვანეთისა და სხვა რეგიონების პოლიციის დეპარტამენტების თანამშრომლებმა, ბოლო პერიოდში ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად უკანონო ცეცხლსასროლი იარაღები და საბრძოლო მასალა ამოიღეს. ამის შესახებ ინფორმაციას უწყება საკუთარ ვებ გვერდზე ავრცელებს.
03 / მაისი 2025
ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭალადიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, დაშავებულია კიდევ ერთი პირი.
02 / მაისი 2025
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 3 მაისის დღის ბოლომდე საქართველოში მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ძლიერი, შესაძლებელია ელჭექი, სეტყვა და ქარის გაძლიერება.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მაისი 2025 »»
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.