ახალი ამბები
ე.წ აფხაზური კულტურის ინსტიტუტი იტალიაში არ იფუნქციონირებს
იტალიაში საქართველოს ელჩის კახა სიხარულიძის ინფორმაციით, ე.წ. აფხაზური კულტურის ინსტიტუტს რომში ფუნქციონირების საშუალება არ მიეცემა. მისი  განცხადებით, საქმე კერძო პირების ინიციატივას ეხება, რომელსაც არანაირი ოფიციალური სტატუსი არ აქვს და იტალია განუხრელად უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

„ჩვენ წინასწარ გვქონდა ინფორმაცია ამგვარი ინიციატივის შესახებ სეპარატისტების მხრიდან. ამ წამოწყებას არ გააჩნია არავითარი ოფიციალური სტატუსი. ჩვენ უკვე მივმართეთ იტალიის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ასევე, რომის მერიას და შესაბამისი რეაგირება უკვე სულ მალე იქნება. ეს არის კერძო პირების ინიციატივა, რომელსაც არავითარი კავშირი არ აქვს რაიმე ოფიციალურ სტატუსთან და იტალიის ხელისუფლება, როგორც ყოველთვის აკეთებდა, ამის დროულად ალაგმავს. “ -აღნიშნა კახა სიხარულიძემ "ინტერპრესსნიუსთან"საუბარში.

ხოლო, ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ „ეს არის აფხაზეთის პირველი კულტურული ინსტიტუტი როგორც იტალიაში, ისე საზღვარგარეთ“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
05 / მარტი 2026
მეგრელთა კულტურაში ვარსკვლავთაღრიცხვის ცოდნა და რიტუალები მნიშვნელოვან ადგილს იკავებდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« მარტი 2026 »»
232425262728 1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.