ახალი ამბები
"ვითხოვთ გზას" -აქცია წალენჯიხაში

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობასთან სოფელ ნაკიფუს მოსახლეობამ გზის რეაბილიტაციის მოთხოვნით საპროტესტო აქცია უკვე მეორედ გაიმართა. მათ თან ჰქონდათ სხვადასხვა შინაარსის ტრანსპარანტები - "მთავრობა! ვითხოვთ გზას", "გზის გარეშე არა არჩევნებს" და სხვ.

ადგილობრივების თქმით, ისინი რამდენიმე წელია გზის მშენებლობას უშედეგოდ ითხოვენ.

აქციის მონაწილეებს წალენჯიხის გამგებელი გოგა გულორდავა დღესვე შეხვდა და ის ნაკიფუელებს გზის მოშანდაგებას დაჰპირდა.

"დღეს ჯგუფი მუშაობას მიქავას თემში დაასრულებს და ნაკიფუში სამუშაოები ხვალვე დაიწყება. ისე გავაკეთებთ, რომ მოსახლეობამ გავლა შეძლოს. რაც შეეხება გზის მოასფალტებას, პროექტი მზად არის და დაფინანსებას სხვადასხვა ფონდებიდან ველოდებით. ამისთვის 3 მილიონ 600 ათასი ლარია საჭირო", - აღნიშნა მან.

ნაკიფუს მოსახლეობამ მსგავსი აქცია გასულ კვირასაც გამართა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.