ახალი ამბები
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქის საკუთრება გახდა
ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი ქალაქს საკუთრებაში გადაეცა. ამის შესახებ მერმა ირაკლი გოგოხიამ საზოგადოებას საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების ცერემონიაზე განუცხადა.

"ეკონომიკის სამინისტროსთან ხელშეკრულება 7 სექტემბერს გაფორმდა. მინდა, დიდი სიხარულით გახაროთ ეს ამბავი, რომელიც გუბერნატორმა ლევან შონიამ გადმომცა", - აღნიშნა გოგოხიამ.

ცნობილი გახდა, რომ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს და საქართველოს ლანდშაფტური ძეგლების ასოციაციას შორის გაფორმდა მემორანდუმი და დაისახა გეგმა, რათა დადიანების ბოტანიკური ბაღი წარდგენილ იქნეს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ბაღ-პარკების სიაში.

საქართველოდან ეს იქნება პირველი ბაღი, რომელიც წარდგენილია ამ პრესტიჟულ სიაში. ოქტომბერში აღნიშნული საერთაშორისო ორგანიზაციის თავმჯდომარე საქართველოში ჩამოსვლას და დადიანების ბაღის მონახულებს გეგმავს.

ცნობისთვის, ზუგდიდის ბოტანიკური ბაღი დღემდე ეკონომიკის სამინისტროს ბალანსზე ირიცხებოდა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
09 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ,,ილორობაზე", ერთ-ერთ ყველაზე ძველ და უჩვეულო დღესასწაულზე, რომელიც განსაკუთრებული მნიშვნელობით გამოირჩეოდა დასავლეთ საქართველოში , კერძოდ სამეგრელოში.
03 / ოქტომბერი 2025
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;
02 / ოქტომბერი 2025
მეგრელთა სულიერ სამყაროში ხე მხოლოდ ბუნების ნაწილი არ ყოფილა ის სიწმინდეა, რწმენასა და სინანულთან დაკავშირებული სიმბოლო.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
09 / ოქტომბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2025 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.