ახალი ამბები
პარკირების საკითხის განხილვას ქალაქის საკრებულოში ხმაური მოჰყვა (ვიდეო)
პარკირების ადგილების მოსაწყობად ქალაქ ზუგდიდის მერია ელექტრონულ აუქციონს გამოაცხადებს, საწყისი ფასი კი 200 000 ლარი იქნება. ამის შესახებ გადაწყვეტილება ქალაქის საკრებულომ დღეს მიიღო. საკითხს მხარი ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა არ დაუჭირეს. მათ საკრებულო კონკრეტული კომპანიის ლობირებაში დაადანაშაულეს, რასაც საკრებულოს თავმჯომარესთან სიტყვიერი დაპირისპირება და ხმაური მოჰყვა.

ბათლომე შელიას თქმით, ელექტრონული აუქციონის მოთხოვნებში მხოლოდ ისეთი პირობებია ჩაწერილი, რომელიც კონკრეტული კომპანიის და არა ქალაქის ინტერესებს აკმაყოფილებს.

ენმ-ის წევრის ანი წითლიძის თქმით, საკრებულომ დღევანდელი გადაწყვეტილება, რომლითაც რამდენიმე თვის წინ მიღებული პარკირების წესი შეცვალეს, ზეწოლის შედეგად მიიღო.




„საკრებულომ დღევანდელი გადაწყვეტილებით ქალაქის მერიას უფლება მისცა, საკრებულოს დაუკითხავად ელექტრონული აუქციონის საშუალებით 10 წლიანი იჯარით გადასცეს ტერიტორია პარკირების მოსაწყობად. მათ შეცვალეს წესი, რომლის მიხედვითაც უნდა შექმნილიყო შპს, რომელიც იქნებოდა მომგებიანი და დამატებით შემოსავალს შემოიტანდა ადგილობრივ ბიუჯეტში. ეს პირდაპირ ემსახურება გუბერნატორისა და ვიცე მერის ბინზესინტერესებს“, - აღნიშნა წითლიძემ.

ბრალდებას კატეგორიულად უარჰყოფენ სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ადმინისტრაციასა და ქალაქის მერიაშიც.

„ის, რაც თქვა ანი წითლიძემ, სიმართლეს არ შეესაბამება. გუბერნატორი მსგავსი საქმეებით დაკავებული არ არის“, - უთხრა რადიო „ათინათს“ გუბერნატორის პრესსამსახურის ხელმძღვანელმა პაატა ლაგვილავამ.

რაც შეეხება ვიცე მერს, გია გულორდავა ბრალდებას "სისულელეს უწოდებს" და ყოველგვარი ინტერესს გამორიცხავს.

"როგორ შეიძლება აუქციონზე რამე ზემოქმედება მოვახდინო, არ მესმის და რა პირად ინტერესზეა საუბარი, როცა აუქციონში მონაწილეობას იღებს ის, ვისაც ამის სურვლი და შესაძლებლობა აქვს", - უთხრა რადიო "ათინათს" გულორდავამ.


აღნიშნულ ბრალდებას უარყოფენ საკრებულოს სხვა წევრები. მათი მტკიცებით, დღეს პარკირების წესი არ შეცვლილა და მერიამ უმჯობესად აუქციონის გამოცხადება ჩათვალა.



ფოტო: ქალაქ ზუგდიდის საკრებულო

„იყო ორი ვარიანტი: შექმნილიყო შპს ან კერძო ინვესტორზე აუქციონი გამოცხადებულიყო. დღეს ჩვენ აუქციონი არ გამოგვიცხადებია, ჩვენ დავადგინეთ აუქციონის საწყისი ფასი. მერის პრეროგატივაა, გამოაცხადებს თუ არა და როდის გამოაცხადებს აუქციონს“, - თქვა საკრებულოს ეკონომიკის, ურბანული განვითარებისა და ქონების მართვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თენგიზ ქოჩუამ.

მისივე განმარტებით, აუქციონი იმ დადგენილების საფუძველზე გამოცხადდება, რომელიც საკრებულომ პარკირების წესის შესახებ მიიღო.


საკრებულოს თავმჯდომარემ ნატალია შეროზიამ ჟურნალისტებთან კომენტარის გაკეთება არ ისურვა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.