ახალი ამბები
არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი საკადრო ცვლილებებს დადებითად აფასებს
არასამთავრობო დარგობრივი ორგანიზაციების ნაწილი იმედს გამოთქვამს, რომ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებები ქვეყნის ეკონომიკის განვითარებაზე დადებითად აისახება. აღნიშნულთან დაკავშირებით ისინი ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ:

„დადებითად ვაფასებთ მთავრობის მიერ გაცხადებულ სტრუქტურული ცვლილებების პროექტს, რომლის შედეგად რამდენიმე სამინისტროს გაერთიანება იგეგმება. აღნიშნული ცვლილებების დაწყება და სწორი განხორციელება ხელს შეუწყობს ბიუროკრატიული ხარჯების დაზოგვასა და მთავრობის ეფექტურობის გაზრდას. ვფიქრობთ, ცალკე აღნიშვნის ღირსია ბატონ გიორგი გახარიას მინისტრობის პერიოდში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში განხორციელებული პოზიტიური სისტემური რეფორმები, რომლებმაც შეუქცევადი გახადა მუდმივი რეფორმირებისა და განახლების პროცესი და შექმნა საქმიანი საზოგადოებისათვის სერვისების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევის წინაპირობები.

პროექტით გათვალისწინებული ეკონომიკური კომპონენტების ერთი ქოლგის ქვეშ მოქცევა კი, ჩვენი აზრით, უფრო მეტად დააჩქარებს გადაწყვეტილებების მიღების პროცესს და ხელს შეუწყობს სამომავლოდ დაგეგმილი პროექტების უფრო ეფექტურად და მოკლე ვადებში იმპლემენტაციას. ამასთან, გვინდა წარმატება ვუსურვოთ ბატონ დიმიტრი ქუმსიშვილს და ბატონ მამუკა ბახტაძეს. იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ცვლილებები გრძელვადიან პერსპექტივაში მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისა და საინვესტიციო კლიმატის უფრო მეტად გაუმჯობესებაში“, - ნათქვამია განცხადებაში.

განცხადებას ხელს აწერენ : „დამსაქმებელთა ასოციაცია“, „საქართველოს ბანკების ასოციაცია“, „საქართველოს მიკრო საფინანსო ასოციაცია“, „მცირე და საშუალო ბიზნესის ასოციაცია“, „ევროკავშირი - საქართველოს ბიზნესსაბჭო“, „ინფრასტრუქტურის მშენებელთა ასოციაცია“, „საქართვლოს ფერმერთა ასოციაცია მწარმოებელთა ფედერაცია“, „ხორბლისა და ფქვილის მწარმოებელთა ასოციაცია“, „საქართველოს თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია“, „მეცხვარეთა ასოციაცია“, „საქართველოს ჩაის მწარმოებელთა ასოციაცია“, „საქართველოს დისტრიბუტორთა ასოციაცია“ და „საქართველოს რესტორატორთა ასოციაცია“.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივნისი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი, უფლისწული ნიკო დადიანის სასახლე მასპინძლობს ლეოპოლდ (ბოჩია) ძაძამიძის პერსონალურ გამოფენას.
26 / ივნისი 2025
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის. 
26 / ივნისი 2025
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.