არასამთავრობო ორგანიზაცია ”ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას”
მიმდინარე წლის ბოლოს ახალი თავმჯდომარე ეყოლება.
როგორც საია-ს ჯერ კიდევ მოქმედმა ხელმძღვანელმა, ანა ნაცვლიშვილმა
ჟურნალისტებს განუცხადა, ის ორგანიზაციას სამი წლის ვადით
ხელმძღვანელობს და მისი კიდევ ერთი ვადით არჩევა ვეღარ მოხდება.
”თუ საია-ს წევრები მხარს დამიჭერენ, გამგეობის წევრად დავრჩები.
მაქვს ღირსეული გამოცდილება, რომ გამგეობის ფორმატში გავაგრძელო
ორგანიზაციაზე ზრუნვა”, - განაცხადა ნაცვლიშვილმა.
თუ ვის აირჩევს საია-ს გამგეობა ახალ თავმჯდომარედ, ამ ეტაპზე
გადაწყვეტილი არ არის.
მასალის გამოყენების პირობები