ახალი ამბები
დაურ კოვე: თუ თბილისი აჩვენებს რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას სოხუმი დიალოგში ჩაერთვება
დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვე საქართველოს პრემიერ მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას გამოეხმაურა. „აფსნიპრესისთვის“ მიცემულ ინტერვიუში მან აღნიშნა, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ქართული მხარე ამ ტიპის განცხადებას აკეთებს. მისი თქმით პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ აფხაზეთი ჯერჯერობით ვერ ხედავს ქართული მხარის მიერ გადადგმულ რეალურ ნაბიჯებს, რომლებიც დილოგისა და კონფლიქტის დარეგულირებას შეუწყობდა ხელს.

„ჟენევის დისკუსიების მსვლელობისას ჩვენ ვაწყდებით ქართული მხარის სრულ მიუღებლობას არსებულ პრობლემებთან დაკავშირებით და კატეგორიულ უარს, მომზადდეს ძალის გამოუყენებლობის შესახებ ერთობლივი დოკუმენტი", - აღნიშნა დაურ კოვემ.  

ჟურნალისტის კითხვას, ნიშნავს თუ არა ეს, რომ აფხაზური მხარე მზადაა საქართველოსთან სრულყოფილი ორმხრივი დიალოგისთვის მან უპასუხა, რომ აფხაზური მხარე ყოველთვის გამოხატავდა მზადყოფნას დიალოგისთვის და ურთიერთ მისაღები კომპრომისებისთვის, რომლებიც სიტუაციას უკეთესიბისკენ შეცვლიან. მან აღნიშნა, რომ თუ საქართველო აჩვენებს „რეალურ და არა დეკლარირებულ მზაობას სახელმწიფოთაშორისი დიალოგისთვის", აფხაზეთი მზად იქნება მასში მონაწილეობის მისაღებად. მისი თქმით, ჟენევის მოლაპრაკებები სტაგნაციის პროცესშია და წლებია ვერ იძლევა სასურველ შედეგს.

„პრობლემა იმაში მდგომარეობს, რომ ასეთი ინიციატივის შესაქმნელად საჭიროა სანდო პლატფორმის შექმნა, რომელზეც მთელი პროცესი იქნება დაფუძნებული. ჩვენი აზრით, ასეთი საფუძველი იქნება ძალის გამოუყენებლობის შესახებ დოკუმენტის მიღება" - თქვა კოვემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  რუსეთის ხელისუფლებას განცხადებით მიმართა, რომელშიც აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
11 / ივლისი 2025
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
08 / ივლისი 2025
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
03 / ივლისი 2025
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2025 »»
30 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.