ახალი ამბები
ფოთში ჯილეხის სამი შემთხვევა დაფიქსირდა
ფოთში კანის ფორმის ჯილეხით სამი ადამიანი - ორი შუახნის მამაკაცი და ერთი ქალი დაინფიცირდა. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ეპიდემიოლოგის ზიზი ცაავას ინფორმაციით, სამივე შემთხვევაში პაციენტებს დახმარება დროულად გაეწიათ და მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ამ დროისთვის, ერთი მათგანი ბინაზე მკურნალობს, დანარჩენი ორი კი საკუთარი სურვილის შესაბამისად, ქუთაისისა და თბილისის ინფექციურ საავადმყოფოებშია მოთავსებული.

ეპიდემიოლოგის ცნობით, ისინი მაშინ დაინფიცირდნენ, როდესაც კერძო სახლში დაკლულ საქონელს შეეხნენ.

„ორი მათგანი ატყავებდა, ერთმა კი იყიდა ხორცი და დამუშავების დროს დაინფიცირდა. აღსანიშნავია, რომ სამივეს კანში ჰქონდა ნაჩხვლეტი ჭრილობა და დაინფიცირება შეხებამ გამოიწვია. რაც შეეხება მათ, ვინც ეს ხორცი მიირთვა, შემიძლია გითხრათ, რომ თავს კარგად გრძნობენ და არანაირი გამოვლენა არ ჰქონიათ. პაციენტების მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, - აღნიშნა ცაავამ.

სურსათის ეროვნულ სააგენტოში რადიო „ათინათს“ უთხრეს, რომ შემთხვევასთან დაკავშირებით ჯანდაცვის ცენტრიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე შესაბამისი ჯგუფი ადგილზე გავიდა. უწყების ინფორმაციით, აღებული პათოლოგიური მასალის ლაბორატორიული კვლევა უკვე მიმდინარეობს.

ეპიდემიოლოგის ცნობით, ჯილეხის ერთი შემთხვევა გასულ წელს ფოთში სიკვდილით დასრულდა, ერთი კი ეპიზოდური ფორმის იყო.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სტატია
დღის სიახლეები
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
17 / ივნისი 2026
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
11 / ივნისი 2026
„საბედიანო“ - ასე ეწოდებოდა ისტორიულ-გეოგრაფიულ სივრცეს, რომელიც შუა საუკუნეებში დასავლეთ საქართველოს დიდ ნაწილს აერთიანებდა.
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.