მოსწავლეებმა ხობში აზიური ფაროსანას შესახებ ბუკლეტები დაარიგეს (ვიდეო)
17:52 / 24.05.2018
სამოქალაქო განათლების პროგრამის "მომავლის თაობა" ფარგლებში ხობის
სოფელ ნოჯიხევის #2 საჯარო სკოლის
მოსწავლეებმა მუნიციპალიტეტის ცენტრში ფაროსანას შესახებ საინფორმაციო
ბროშურები დაარიგეს.
გარდა ამისა, მათ ადგილობრივ მოსახლეობაში აზიურ ფაროსანასთან
დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარეს და ხობის ცენტრში აქციაც გამართეს,
სადაც შესაბამისი ფოტოები და პლაკატები გამოფინეს.
"მომავლის თაობის" ფარგლებში ნოჯიხევის სკოლაში შექმნილი სასკოლო
კლუბი ფაროსანას გავრცელების წინააღმდეგ პროექტს ახორციელებს. მათ
შეხვედრა სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრის
წარმომადგენლებთანაც გამართეს.
"მომავლის თაობა" სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონის პარტნიორ
სკოლებში, ამერიკული ორგანიზაცია PH International, ამერიკის
შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID)
დაფინანსებით და საქართველოს განათლებისა მეცნიერების სამინისტროს
მხარდაჭერით განხორციელდა. რეგიონში პროგრამის პარტნიორია ასოციაცია
„ათინათი“.
ზუგდიდში რესტორანი ,,NK RESTAURANT AND LOUNGE’’ გაიხსნა, რომელიც სტუმრებს გამოცდილი მზარეულის მიერ მომზადებულ, ტრადიციულ და ევროპულ კერძებს შესთავაზებს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის ადმინისტრაციის ხელძღვანელმა ლაშა გვასალიამ აქტივისტი ქალების მიმართ შეურაცხმყოფელი, ღირსების შემლახველი, უხამსი და სექსისტური პოსტი და კომენტარები საკუთარი ფეისბუქის გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები