ახალი ამბები
თხილის მავნებელთან საბრძოლველად სამუშაო ჯგუფი შეიქმნა
თხილის მავნებლებთან ბრძოლა ,,კარდაკარის" პრინციპით იწყება.  ინიციატივა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორს ალექსანდრე მოწერელიას ეკუთვნის და ის მოსახლეობისთვის მავნებლის წინააღმდეგ ჩასატარებელი ღონისძიებების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას გულისხმობს.

გუბერნატორმა თხილის კულტურის გადარჩენის გეგმა მუნიციპალიტეტების მერებს, საკრებულოს თავმჯდომარეებს, სოფლის მეურნეობის დარგის სახელმწიფო და კერძო სექტორის წარმომადგენლებს გააცნო.

სამუშაო ჯგუფებში, ადგილობრივი ხელისუფლების, სოფლის მეურნეობის საკონსულტაციო ცენტრების, ასევე ,,თხილის მწარმოებელთა ასოციაციისა" და "თხილის გადამამუშავებელთა და ექსპორტიორთა ასოციაციის" წარმომადგენლები, წარმატებული ფერმერები იქნებიან წარმოდგენილი.

"ჩვენი კომუნიკაციით, ჩვენს ფერმერებთან მივიღებთ სრულ ინფორმაციას, თუ რა საჭიროებები აქვთ მათ. ჩვენ უნდა ვეცადოთ ჩამოვაყალიბოთ და ამ დარგში მოვახდინოთ ძირეული გარდაქმნა.  ეს ღონისძიება ემსახურება, რომ გადავარჩინოთ თხილის კულტურა და ამავე დროს მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობა",  - აღნიშნა გუბერნატორმა.

შეხვედრას თვითმმართველობის წარმომადგენლები, ადგილობრივი ფერმერები და  ექსპერტები ესწრებოდნენ. მათ დაგეგმილ ღონისძიებაში ჩართვის მზაობა გამოთქვეს.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.