ნიკა ლაშხიას წიგნის "დონორის" წარდგენა - ზუგდიდში (ვიდეო)
17:35 / 03.11.2018
ზუგდიდში, გამომცემლობა "ინტელექტის"ორგანიზებით, ნიკა ლაშხიას სადებიუტო პოეტური კრებულის "დონორის" წარდგენა გაიმართა. წიგნის პრეზენტაციას, რომელიც ცენტრალურ ბიბლიოთეკაში
ჩატარდა, მწერალი ზვიად კვარაცხელია უძღვებოდა. მისი თქმით, ზუგდიდელი მკითხველი წლებია იცნობს ნიკა ლაშხიას პოეზიას, თუმცა მისი ლექსები წიგნად პირველად გამოიცა.
"ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანმა და თანამდეროვე ლიტერატურაში აღიარებულმა სახელებმა გაუწიეს ამ წიგნს მეგზურობა - სერგო რატიანმა და გიორგი ლობჟანიძემ. ზვიად რატიანმა ძალიან კარგად შეადგინა ეს წიგნი და გამოკვეთა ის მრავალფეროვანი სურათი, რომელსაც კარგად აღიქვამს მკითხველი. გამოცემიდან რამდენიმე დღეში ეს წიგნი "წინანდლის პრემიის" ლაურიატი გახდა, წლის საუკეთესო პოეტური კრებულის ნომინაციაში და მას კიდევ ბევრი წარმატება ელოდება წინ", - აღნიშნა კვარაცხელიამ.
თავად ლექსების ავტორი ნიკა ლაშხია ამბობს, რომ ზუგდიდელი მკითხველის წინაშე მისი კრებულის წარდგენა დიდ ემოციებთან არის დაკავშირებული და ის თითოეული ადამიანის რეაქციას ელოდება.
"პირველი სადებიუტო წიგნია და ველოდები თითოეული ადამიანისგან ემოციებს, ვინც ამ წიგნს წაიკითხავს. რა თქმა უნდა ემოციებით სავსეა ზუგდიდელ მკითხველთან შეხვედრა და მაინტერესებს, როგორ მიიღებს ზუგდიდელი მკითხველი ამ წიგნს", - თქვა ლაშხიამ.
ზუგდიდელი პოეტი ნიკა ლაშხია პოეზიაში "წინანდლის პრემიის" 2018 წლის გამარჯვებული გახდა.
ზუგდიდში მსოფლიოს წამყვანი ბრენდების სამოსისა და ფეხსაცმლის მაღაზია „Sense“ გაიხსნა, რომელიც მომხმარებლებს საუკეთესო ხარისხსა და ხელმისაწვდომ ფასებს სთავაზობს.
ზუგდიდში ბავშვებისთვის განსაკუთრებული სივრცე „Happy Peppi” გაიხსნა. ახალ გასართობ ცენტრში პატარებს ზღაპრული სამყაროს გმირები, ფერადი ატრაქციონები და მრავალფეროვანი აქტივობები ელოდებათ.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ ძველი სამეგრელოს ერთ-ერთ გამორჩეულ მითოლოგიურ პერსონაჟზე - გუნიაზე, რომელიც ხალხური რწმენით ახალშობილთა მფარველ სულად მიიჩნეოდა.
დღევანდელ გადაცემაში ვისაუბრებთ აშუბების საგვარეულო სალოცავზე - აბაანიხაზე, რომელიც თანამედროვე აფხაზეთში ერთ-ერთ მნიშვნელოვან რელიგიურ-კულტურულ ძეგლად მიიჩნევა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები