ახალი ამბები
ძლიერმა ქარმა გალის და გულრიფშის რაიონების ნაწილი დააზიანა
უამინდობამ აფხაზეთის ნაწილს პრობლემები შეუქმნა. ძლიერმა ქარმა მაღალი ძაბვის ბოძი წააქცია, რის შედეგადაც ელექტროგადამცემი ხაზი დაზიანდა. ინფორმაციას კომპანია „ჩერნომორენერგო“ ავრცელებს. ადგილზე მისულმა ავარიულმა ბრიგადამ აღდგენითი სამუშაოების ნაწილი წუხელ შეასრულა და დილიდან მუშაობა განაგრძო. ამ დრომდე ელექტროენერგია სოფელ ბაღმარანსა და კაშტაკის რაიონს არ მიეწოდება.

გუშინ ამოვარდნილმა ქარმა გალის რაიონის ნაწილიც დააზარალა. „გალ-ინფომ“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ფოტოები, რომლებზეც ჩანს ძლიერი ქარის შედეგად წაქცეული ხეები. გალის მცხოვრებლის ინფორმაციით, ერთ-ერთი ხე შენობას დაეცა, თუმცა, არავინ დაშავებულა. მისივე თქმით, უეცრად მოვარდნილმა გრიგალმა საცხოვრებელ სახლს ჭერი ახადა. ამ დროისათვის აღდგენილია ელქტროენერგიის მიწოდება, რომელიც წუხელ შეზღუდული იყო. ქალაქში გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მიყენებული ზარალის შესახებ ინფორმაცია არ გავრცელებულა.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.