ბრიტანეთის სპეცსამსახურებმა საუდის არაბეთის ტერიტორიაზე საჰაერო თავდაცვის რაკეტების მანამდე უცნობი ლოკაცია აღმოაჩინეს.
აღნიშნული მოხსენების თანახმად, რაკეტები, როგორც ჩანს, ისრაელისა და ირანისკენაა მიმართული. აქვე აღნიშნულია, რომ შესაძლოა ეს ირანის ბირთვულ პროგრამასთან იყოს დაკავშირებული.
თუმცა, სპეცსამსახურები ყურადღებას ამახვლებენ იმაზეც, რომ აღმოჩენილ რაკეტსაწინააღმდეგო თავდაცვის სისტემას, „შეზღუდული შესაძლებლობები აქვს", რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლოა ის სასწავლო დანიშნულების იყოს.
მასალის გამოყენების პირობები