ახალი ამბები
მაშველებმა მესტიაში, ხალდეს მთაში ტურისტები გადაარჩინეს
მაშველებმა მესტიაში, ხალდეს მთაზე ოთხი ტურისტი გადაარჩინეს. ინფორმაციას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური ავრცელებს. უწყებაში აცხადებენ, რომ ოთხი მაშველი ადგილზე „112“-ში შესული შეტყობინების შემდეგ ავიდა. ამავე ცნობით, ტურისტები უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს გადაუდებელი დახმარების ოპერატიულ მართვის ცენტრ - „112“-ში შემოვიდა შეტყობინება, რომ მესტიაში,ხალდეს მთაში ერთი ფრანგი და სამი გერმანელი ტურისტი ითხოვდა დახმარებას. მაშველთა ჯგუფი 4 კაციანი შემადგენლობით დაუყოვნებლივ გავიდა შემთხვევის ადგილზე. სოფელ ხალდეს მახლობლად მთაში ასული ტურისტები ჩამოსვლას ვეღარ ახერხებდნენ, რადგან ერთ მათგანს ფეხი ჰქონდა დაზიანებული. ფრანგ ტურისტს ადგილზე გაეწია პირველადი სამედიცინო დახმარება, რის შემდეგაც საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მას შესაბამისი მკურნალობა უტარდება. დანარჩენი ტურისტები შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებმა უსაფრთხო ადგილას გადაიყვანეს, ისინი ახლა თავს კარგად გრძნობენ", - ნათქვამია განცხადებაში. 



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
24 / სექტემბერი 2025
6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.
22 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმი , ნიკოსეული სასახლე მასპინძლობს , სახელოვანი ქართველი რეჟისორის ,რესპუბლიკის დამსახურებული არტისტისა და რუსთაველის პრემიის ლაურეატ მერაბ კოკოჩაშვილის 90 წლის იუბილესადმი მიძღვნილ გამოფენას.
19 / სექტემბერი 2025
ძველ სამეგრელოში "ანთარი" იყო საქონლისა და ოჯახური კერის მფარველი სული. მას ევედრებოდნენ ოჯახის დაცვას და პირუტყვის გამრავლებას.
ოდაბადეშ კინოხონი
19 / სექტემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« სექტემბერი 2025 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.