ახალი ამბები
TI-ს რეკომენდაციაა, მარტვილის კანიონი მუნიციპალურ საკუთრებაში გადავიდეს
„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ ქვეყნის დაცული ტერიტორიების შემოსავლის შესახებ კვლევა მოამზადა. ორგანიზაციის ინფორმაციით, საქართველოში არსებული 87 დაცული ტერიტორია, რომელთაგან 10 სამეგრელო-ზემო სვანეთის ტერიტორიაზეა, სახელმწიფოს საკუთრებაა და შემოსავალს დაცული ტერიტორიების სააგენტო იღებს და არა რომელიმე მუნიციპალიტეტი.

კვლევაში აღნიშნულია, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მხოლოდ 16 ტერიტორიაზეა მოწყობილი, ამათგან კი შემოსავლის მიმღები მხოლოდ 13-ია:

„დაცული ტერიტორიების ნაწილს ცალკეული მუნიციპალიტეტები უწევენ ნარჩენების გატანის მომსახურებას, რის სანაცვლოდაც სააგენტო ყოველთვიურად იხდის თანხას. თუმცა სხვა რაიმე შემოსავალს ადგილობრივი ბიუჯეტები დაცული ტერიტორიებიდან არ ღებულობენ. 2017 წლიდან 2019 წლის მაისის ჩათვლით დაცულ ტერიტორიებს ჯამში 1 995 554 ვიზიტორი ეწვია, ამავე პერიოდში მიღებულმა ჯამურმა შემოსავალმა კი 13 634 498 ლარი შეადგინა“, - აღნიშნულია გამოქვეყნებულ მასალაში.

ამავე ინფორმაციით 2017 წლიდან 2019 წლის მაისის განმავლობაში სამეგრელო-ზემო სვანეთში მდებარე 10 დაცულ ტერიტორიას 398 329 ვიზიტორი ესტუმრა, აქედან მიღებულმა შემოსავალმა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის 4 136 509 ლარი შეადგინა.

TI-ში სხვა ქვეყნების მაგალითებზე საუბრობენ და მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, მაქსიმალურად ბევრ დაცულ ტერიტორიაზე მოეწყოს ტურისტული ინფრასტრუქტურა, რათა ვიზიტორთა მხრიდან მისაღები შემოსავლის ოდენობა მუდმივად გაიზარდოს.

ორგანიზაციის რეკომენდაციით, აუცილებელია, ადგილობრივი თვითმმართველობის დეცენტრალიზაციის ახალი სტრატეგიის განხილვის ფარგლებში, საქართველოს ხელისუფლებამ იმსჯელოს, დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის განაწილებაზე, გრძელვადიან პერიოდში კი დაცული ტერიტორიების გარკვეული კატეგორიების (მაგალითად, მარტვილის და ოკაცეს კანიონები) მუნიციპალურ საკუთრებაში გადაცემაზე. დაცული ტერიტორიებიდან მისაღები შემოსავლების გადანაწილება ცენტრალურ და ადგილობრივ ბიუჯეტებს შორის გაზრდის მუნიციპალიტეტების შემოსავლებს და ამასთან, ხელს შეუწყობს თვითმმართველობების დაინტერესებას, იზრუნონ ტურიზმის განვითარებაზე.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივნისი 2026 »»
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 12345
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.