ახალი ამბები
ზუგდიდის მერია: შაბათი არა ინტელექტუალთა, არამედ ინტელექტუალური თამაშების დღედ გამოცხადდა
ზუგდიდის მერია გამოეხმაურა საზოგადოების უარყოფით რეაქციას მერის ინიციატივით შაბათის ინტელექტის დღედ გამოცხადების შესახებ.

მერიის მიერ გამოქვეყნებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ აღნიშნული ინფორმაცია საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელდა.

„გვინდა გამოვეხმაუროთ საზოგადოებაში არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს შაბათი დღე გამოცხადა ინტელექტუალთა დღედ, რეალურად, შაბათობით ჩვენს ქალაქში გაიმართება სხვადასხვა ინტელექტუალური თამაშები და იქნება ინტელექტუალური თამაშების დღე. დღეიდან სწორედ შაბათი გახდება ინტელექტუალური თამაშების დღე, სადაც 14 წლიდან მსურველებს ექნებათ შესაძლებლობა შექმნან 6 კაციანი ჯგუფი, შემოიტანონ განცხადი მერიაში და ჩაერთონ ინტელექტუალურ თამაშებში. ინტელექტუალური თამაშები გაიმართება შემდეგი მიმართულებით: რა? სად? როდის? ასევე გაიმართება, ბრეინ რინგი, ჯეპარდი, თემატური ქვიზ ტურები, კროსვორდ ტური და ინტელექტუალური დუელი”, - აცხადებენ მერიაში.

პირველი თამაში დღეს დადიანების სასახლის ეზოში გაიმართება.

ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ზუგდიდის მუნიციპალტეტის მერის ინიციატივით, ყოველი შაბათი ინტელექტის დღედ გამოცხადდა, ზუგდიდის მერიამ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გუშინ გაავრცელა. აღნიშნულს საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან სოციალურ ქსელში უკმაყოფილება და ირონიული კომენტარები მოჰყვა.

მერიაში ამბობენ, რომ ახალგაზრდებისგან შემოსული ინიციატივების შესაბამისად ზუგდიდის მერიამ ყოველი კვირის პარასკევის, შაბათის და კვირის დატვირთვა სხვადასხვა კულტურული და ინტელექტუალური ღონისძიებით გადაწყვიტა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
დღის სიახლეები
23 / აპრილი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ბრწყინვალე შვიდეულის კვირაზე - მეგრულად „თანაფაზე“ (სავსე აღდგომა), რომელიც მრავალ უძველეს რიტუალსა და ტრადიციას აერთიანებს.
16 / აპრილი 2026
სამეგრელოში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული "თანაფა" უძველესი ტრადიციებითა და მდიდარი სემანტიკური მნიშვნელობით გამოირჩევა.
09 / აპრილი 2026
სამეგრელოში დიდმარხვის 7 კვირიან პერიოდში მორწმუნეები მკაცრად იცავდნენ მარხვის წესებს, განსაკუთრებით ვნების კვირაში.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.