ახალი ამბები
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია „ბათუმელების“ გამომცემელთან დაკავშირებულ საქმეს მედიაზე საგანგაშო ზეწოლად აფასებს
საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო დამოუკიდებელ მედიაზე ზეწოლად მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ გამომცემლისა და დირექტორის მზია ამაღლობელის და მისი ახლო ნათესავების მიმართ, შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან განხორციელებულ ქმედებებს. ამის შესახებ ქარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული.

„საქმე ეხება ბათუმში, 16 სექტემბერს, შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის სპეციალური ღონისძიების სამმართველოს მეორე განყოფილების უფროსს როინ კოჩალიძესა და მზია ამაღლობელის ნათესავებს შორის მომხდარ ინციდენტს.

კოჩალიძე ჩვენებაში აღწერს, რომ ინციდენტის მონაწილე პირებს პოლიციის შეურაცხყოფისა და გინების შეწყვეტისკენ მოუწოდებდა, რა დროსაც მას წინააღმდეგობა გაუწიეს. ბრალდებულების განმარტებით კი, სამოქალაქო ფორმაში მყოფი პირი ქუჩაში ცეცხლსასროლი იარაღით დაემუქრათ, ერთ-ერთს სხეულის დაზიანებაც მიაყენა.

პოლიციამ საქმის გამოძიება თავდაპირველად სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით (ფიზიკური ძალადობა) დაიწყო. მას შემდეგ, რაც საქმის დეტალების გასარკვევად „ბათუმელების“ დირექტორი ადვოკატთან ერთად პოლიციაში მივიდა, კვალიფიკაცია დაამძიმეს 353-ე პრიმა პირველი მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციელზე ჯგუფურ თავდასხმას. აღნიშნული მუხლი სასჯელად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ბრალდებულთა ადვოკატების განმარტებით, პროკურატურას ბრალის დამძიმების საფუძველი არ ჰქონდა.

ინციდენტიდან რამდენიმე დღეში, ერთ-ერთი ბრალდებულის დაკავების მოტივით სამართალდამცავები გაუფრთხილებლად შევიდნენ და საგამოძიებო მოქმედება განახორციელეს მზია ამაღლობელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ბრალდებული არაა რეგისტრირებული და არც არასდროს უცხოვრია, მაშინ, როცა აღნიშნული ბრალდებულისთვის მისივე საცხოვრებელ სახლში არ მიუკითხავთ.

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭო საგანგაშოდ მიიჩნევს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დირექტორისა და გამომცემლის მიმართ ზეწოლას. „ბათუმელები“, რომლის გამოცემაა ასევე „ნეტგაზეთი“, გამოირჩევა კრიტიკული მასალებით, ჟურნალისტური გამოძიებებით და ხაზგასასმელია ის, რომ რეგულარულად აშუქებს სამართალდამცავი უწყებების საქმიანობას.

ქარტია მოუწოდებს გენერალურ პროკურატურას გამჭვირვალედ წარმართოს გამოძიება. მივმართავთ სახალხო დამცველს, უფლებადაცვით და საერთაშორისო ორგანიზაციებს, ასევე, დიპლომატიურ კორპუსს განახორციელონ საქმეზე ეფექტური მონიტორინგი“, - აღნიშნულია განცადებაში.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თბილისი, 2024 - ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღებით, საქართველო მიუახლოვდა მის ისტორიულ მიზანს - დაუბრუნდეს დიდ
ზუგდიდი მოლი სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში პირველი თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი სავაჭრო ცენტრია. მოლში წარმოდგენილია სხვადასხვა ადგილობრივი და საერთაშორისო ბრენდები.
თიბისის მხარდაჭერით, 20 ივლისს, 12:00 საათზე, აზროვნების აკადემიის სერიის - „შემეცნებითი ტურნე რეგიონებში“ შეხვედრა გაიმართება
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
27 / ივლისი 2024
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტის განცხადებით, „აფხაზეთის მოქალაქეობის“ არმქონე მოქალაეებს შეუძლით შეიძინონ ნებისმიერი კომერციული უძრავი ქონება აფხაზეთში, შეზღუდვები ვრცელდება მხოლოდ საცხოვრებელ უძრავ ქონებაზე.
26 / ივლისი 2024
ძლიერი წვიმის შედეგად, რიკოთზე ჩამოსულმა ტალახმა მოძრაობის შეზღუდვა გამოიწვია.
26 / ივლისი 2024
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 23 °C
img
სოხუმი 23 °C
img
ფოთი 23 °C
img
მესტია 11 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.