ახალი ამბები
ლევან თორია სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო
ტელეკომპანია "ოდიშის"  ჟურნალისტის ლევან თორიას საქმეზე ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ გადაწყვეტილება რამდენიმე წუთის წინ გამოაცხადა. მოსამართლე ირაკლი აბშილავამ ის უდანაშაულოდ ცნო. აღნიშნულ გადაწყვეტილებას დარბაზში მყოფი თორიას მეგობრები ოვაციებით შეხვდნენ. მოსამართლემ გადაწყვეტილების გამოცხადებისას აღნიშნა, რომ ჟურნალისტი დადიანების ეზოში 14 მაისს მომხდარი ინციდენტის დროს თავს იცავდა. 

თორიას თქმით, ის მოსამართლისგან გამამართლებელ განაჩენს არ ელოდებოდა, რადგან იგი პროკურატურისგან ზეწოლას განიცდიდა.

"მადლობა მინდა გადავუხადო მოსამართლეს, რადგან მიუხედავად იმ ზეწოლისა, რასაც პროკურატურის მხრიდან განიცდიდა, მაინც მიიღო სამართლიანი გადაწყვეტილება. პროკურატურა ცდილობდა მე წარმოვეჩინე, როგორც მოძალადე, მაგრამ კადრებში კარგად ჩანს, რომ მე ვიცავდი თავს", - თქვა ლევან თორიმ.



თავის მხრივ, ბრალდების მხარე, პროკურორი ილია ტორუა, ამბობს რომ განაჩენის ჩაბარებისა და გაცნობის შემდეგ სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.



ზუგდიდში, დადიანების სასახლის ეზოში,14 მაისს ტელეკომპანია “ოდიშის” გადაცემა “ლუსტრაციის” ჩაწერის დროს რამდენიმე ადამიანმა გადაცემის წამყვანს, მონაწილეებსა და ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა. აღნიშნულ საქმეზე ბრალდებულ ერთ პირს გელა კვარაცხელიას აღკვეთის სახით პატიმრობა აქვს მისჯილი, მეორეს - მამუკა ცირდავას კი 3000 ლარიანი გირაოს სანაცვლოდ არის გათავისუფლებული. ლევან თორიას წინააღმდეგ საქმე 126--ე მუხლით მიმდინარეობდა, რაც ძალადობას გულისხმობს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.