ახალი ამბები
აფხაზი დეპუტატები რაულ ხაჯიმბას კორუფციის ხელშეწყობაში ადანაშაულებენ
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატები ლაშა აშუბა, ბატალ აიბა, ასტამურ არშბა და იური ხაგუში თვლიან, რომ გარდამავალ პერიოდში დაუშვებელია საზოგადოებრივი ღელვის პროვოცირება აფხაზეთში და წინა ხელისუფლებასთან იდეოლოგიურად დაკავშირებული საჯარო მოხელეების მიერ ძველი თანამდებობების დაკავება. ამის შესახებ მათ 21 იანვარს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს, წერს "აფსადგილ ინფო". 

დეპუტატების ჯგუფი ბოლოდროინდელი რეზონანსული მოვლენების და მომხდარი დანაშაულებების ფონზე, ხაჯიმბას გადადგომას კანონზომიერებად მიიჩნევს, ისინი „გენერალურ პროკურატურას“ უმოქმედობაში ადანაშაულებენ.

„კარგია, რომ რომ პროკურატურამ დააფიქსირა პრეზიდენტის ადმინისტრაციის შენობისთვის 9 იანვრის აქციის დროს მიყენებული ზარალი, მაგრამ, ვერ შენიშნა ის ზარალი, რომელიც აღმასრულებელმა ხელისუფლებამ მიაყენა ქვეყანას ბოლო 5 წლის განმავლობაში, ვერ შენიშნა ნახევარი მილიარდი რუბლის არამიზნობრივად გამოყენება, ვერ შეამჩნია ის დანაშაულებები, რომლებიც ხდებოდა და ვერც ასლან ბჟანიას მოწამლვა შენიშნა“ - აღნიშნავენ ისინი.

დეპუტატ ბატალ აიბას თქმით, ბოლო 5 წლის განმავლობაში მოხდა მძიმე დანაშაულებების სერია, მათ შორის, ადამიანის გატაცების 18 შემთხვევა. მისი თქმით, წინა „ხელისუფლება“ ძირითადად კრიმინალებს ეყრდნობოდა.

„დეპუტატები“ ხაჯიმბას ხელისუფლებას ფინანსურ დანაშაულში სდებენ ბრალს. მათი თქმით, „სახელმწიფო სისტემის გაჯანსაღების ერთ - ერთი გზა - კორუფციასთან ბრძოლაა.

მან აღნიშნა, რომ რომ „მეექვსე მოწვევის დეპუტატებმა პარლამენტს განსახილველად წარუდგენენ ანტიკორუფციულ კანონპროექტს", გაეროს კონვენციის მე - 20 მუხლის შესაბამისად. 

„ჩვენ მივიღებთ ამ კანონპროექტს და ის ძალაში შევა ახალი ხელისუფლებისთვის", - განაცხადა აიბამ.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
დღის სიახლეები
30 / სექტემბერი 2026
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
26 / სექტემბერი 2026
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
14 / აგვისტო 2026
დღევანდელი ჩვენი რადიოგადაცემის თემაა „გულიერობა“ - აბაშის მუნიციპალიტეტის სოფელ გულეიკარში, ყოველ 12 აგვისტოს გამართული ტრადიციული ხატობის დღესასწაული.
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.