ახალი ამბები
USAID-მა წალენჯიხელი ფერმერისგან შეძენილი ვარდები მედპერსონალს გადასცა (ფოტო/ვიდეო)
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს თანამშრომლებმა წალენჯიხის სოფელ ფახულანში მდებარე სათბურიდან, რომელიც სწორედ USAID -ის ფინანსური მხარდაჭერით დაფუძნდა, რამდენიმე ასეული ვარდი შეიძინეს.

ორგანიზაციის განმარტებით, ამ სახით მათ მხარი დაუჭირეს სათბურის მფლობელს, ნიაზ შონიას, რადგან მისი საქმიანობა, ისევე როგორც ბევრი სხვა ბიზნესი, კორონავირუსის პანდემიის გამო პრობლემის წინაშე აღმოჩნდა. კამპანიის ფარგლებში ნაყიდი ყვავილები სასწრაფო-გადაუდებელი დახმარების თანამშრომლებს, ასევე ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს, რეფერალური ჰოსპიტალისა და რუხის მულტიფუნქციური კლინიკის მედპრესონალს გადაეცა.

"USAID-მა ეს ლამაზი ვარდები სამეგრელოში მდებარე სათბურიდან შეიძინა, რომლიც USAID-ის პროგრამა “ზრდა”-ს მიერ მხარდაჭერილი ბიზნესია. ამ პროგრამის ფარგლებში ხელს ვუწყობთ სოფლის ეკონომიკურ გაძლიერებას საქართველოში. მრავალი სხვა ბიზნესის მსგავსად, ეს ბიზნესიც ეკონომიკური გამოწვევების წინაშე დადგა კორონავირუსის პანდემიის დროს. USAID-ი ამ ლამაზ ვარდებს ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს ჩუქნის, სადაც დღე და ღამე მუშაობენ ექიმები და მედდები, რათა უმკურნალონ კორონავირუსით დაავადებულებს და ასევე სხვა პაციენტებს. ამ ვარდებით მადლობას ვუხდით არამარტო ზუგდიდის საავადმყოფოების სამედიცინო პერსონალს, არამედ ყველა ექიმს მთელ საქართველოში. ჩვენი პარტნიორობის ფარგლებში საქართველოში, სხვადასხვა სახის მხარდაჭერას ვახორციელებთ, მათ შორის გადაუდებელ სამედიცინო დახმარებას. ვემზადებით პანდემიის შემდგომ პერიოდისთვისაც და ეკონომიკის აღდგენისთვის მთელს საქართველოში, რაც მარტო თბილისს, ბათუმს და სხვა დიდ ქალაქებს არ მოიცავს. 90-იანი წლებიდან, უკვე თითქმის 30 წელია გრძელდება USAID-ის პარტნიორობა საქართველოსთან - მთავრობასთან, კერძო სექტორთან, სამოქალაქო საზოგადოებასა და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია საქართველოს მოსახლეობასთან. პარტნიორობა გრძელდება დღესაც, როცა საქართველოს მოსახლეობას კორონავირუსის პანდემიასთან გამკლავებაში ვეხმარებით და გაგრძელდება და გაიზრდება მომავალშიც. კიდევ ერთხელ, ვსარგებლობთ რა დღევანდელი შესაძლებლობით, გვსურს დიდი მადლობა გადავუხადოთ საქართველოს სამედიცინო პერსონალს", - აღნიშნა USAID-საქართველოს მისიის დირექტორმა პიტერ ვიბლერმა.
ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტო საქართველოში 1992 წლიდან მუშაობს. USAID-ის პროგრამები ხელს უწყობს ეკონომიკის ზრდას, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებას, ენერგო უსაფრთხოების გაძლიერებას, კლიმატური ცვლილებების შემცირებას, განათლების სისტემის გაუმჯობესებას, უმცირესობების და ხელმოკლე მოსახლეობის, მათ შორის ეთნიკურ და გეოგრაფიულ საზღვრებთან მცხოვრებ პირთა საზოგადოებაში ინტეგრაციას.



Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
19 / ივნისი 2026
სამეგრელოს ეთნო-სარიტუალო ტრადიციებში განსაკუთრებული ადგილი ეკავა ივნისის ლოცვას - ხვამაივანობას, რომელსაც მოსახლეობა უხვი მოსავლისა და საქონლის დაცვა-დალოცვის მიზნით აღავლენდა.
ოდაბადეშ კინოხონი
26 / ივნისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.