ახალი ამბები
კონსორციუმი: საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტით მთავრობამ დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები

შპს „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ აცხადებს, რომ ანაკლიისა და მისი მიმდებარე ტერიტორიის მოსახლეობა გარემოსდაცვითი და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების წინაშე დგას, რადგან პროექტის შეჩერების შემდეგ მთავრობას არ უზრუნია საპროექტო ტერიტორიის მართვაზე.


კონსორციუმში ამბობენ, რომ პროექტის განვითარების პროცესში, კონსორციუმს მომზადებული ჰქონდა ბუნებრივ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების შეფასების დოკუმენტი - საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (EBRD, ADB, AIIB, OPIC) მიერ დადგენილი სტანდარტებისა და პრინციპების გათვალისწინებით. როგორც შპს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ვკითხულობთ, დოკუმენტი მოიცავდა არა მხოლოდ ადგილობრივი კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამის, არამედ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტით გათვალისწინებულ, ბუნებრივი და სოციალური გარემოს დაცვის ღონისძიებებს.

„2018 წელს კონსორციუმმა საპროექტო ტერიტორიაზე განახორციელა მნიშვნელოვანი მოსამზადებელი სამუშაოები, მათ შორის ნიადაგის მოხსნა და რეკლამაცია 110 ჰექტარ მიწაზე, რისთვისაც კონსორციუმს მიღებული ჰქონდა შესაბამისი ნებართვები. მიუხედავად იმისა, რომ 2019 წელს უკვე ნათელი იყო მთავრობის აქტივობა ანაკლიის პორტის პროექტის წინააღმდეგ, კონსორციუმი ძალისხმევას არ იშურებდა, რომ გაეგრძელებინა სამშენებლო სამუშაოები, და ამავდროულად დაეცვა გარემო მტვრის მავნე ზემოქმედებისგან. კონსორციუმს მთავრობის მხრიდან დასამტკიცებლად მომზადებული ჰქონდა აღნიშნული საკითხის მართვის გეგმა, რის ხარჯსაც რასაკვირველია მთლიანად გაიღებდა კომპანია. კონსორციუმთან გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების უკანონოდ შეწყვეტის შემდეგ, 2020 წლის თებერვალში მთავრობამ მფლობელობაში დაიბრუნა საპროექტო ტერიტორია, რითაც კონსორციუმს წაერთვა ტერიტორიაზე წვდომა და მას აღარ შეეძლო შემუშავებული გეგმების განხორციელება. მთელი პასუხისმგებლობა ტერიტორიის მართვაზე გადავიდა სახელმწიფოზე.

უყურადღებოდ მიტოვებული ტერიტორია, სადაც დიდი რაოდენობით მტვერი წარმოიქმნება, საფრთხეს უქმნის გარემოს და მოსახლეობის ჯანმრთელობას. მთავრობას კარგად ესმოდა რა ნაბიჯები უნდა გადაედგა გარემოსა და ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების სამართავად, თუმცა არ მიუღია არანაირი ზომები. მთავრობა უპასუხისმგებლოდ მოიქცა, როდესაც უკანონოდ შეწყვიტა საინვესტიციო ხელშეკრულება და დააიგნორა გარემოსა და ჯანმრთელობისდაცვითი პრობლემები ადგილზე, არ განუხორციელებია არანაირი შემარბილებელი ღონისძიება. თავისი უმოქმედობით სახელმწიფო რისკის ქვეშ აყენებს მოსახლეობის ჯანმრთელობას და ზიანს აყენებს გარემოს, როცა ასე მიშვებული აქვს საპროექტო ტერიტორია. კონსორციუმი მოუწოდებს მთავრობას, რომ დაუყოვნებლივ იმოქმედოს რეგიონის მოსახლეობის ინტერესების გათვალისწინებით. საპროექტო ტერიტორიის მიმართ ასეთი უყურადღებობით საერთოდ ეჭვქვეშ დგას მთავრობის ინტერესი, რომ განავითაროს თანამედროვე ღრმაწყლოვანი პორტი ანაკლიაში - მიუხედავად არაერთგზის დაპირებისა. მთავრობა თავს არიდებს თავისი მოვალეობების შესრულებას“, - აცხადებენ ანაკლიის განვითარების კონსორციუმში.


 

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
12 მარტს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის ბერტა ფონ ზუტნერის სახელობის ევროპულ კუთხეში, ახალგაზრდების აქტიური ჩართულობით სალონური შეხვედრა-დისკუსია თემაზე "ქალები საერთაშორისო სამშვიდობო მოძრაობის სათავეებთან - ბერტა ფონ ზუტნერი" გაიმართა.
8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, ზუგდიდის ბიბლიოთეკაში აფხაზეთიდან იძულებით გადაადგილებული ქალების წახალისებისა და მათი პროფესიული საქმიანობის წარმოჩენის მიზნით, შეხვედრა გაიმართა.
თიბისის მხარდაჭერით, სვანეთის სათხილამურო კურორტ ჰაწვალზე "FreeRide World Tour Junior"- ის საკვალიფიკაციო ეტაპი ჩატარდა, სადაც არამარტო ქართველი, არამედ უცხოელი მოზარდებიც იღებდნენ მონაწილეობას.
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
28 / მარტი 2024
ზუგდიდის მერიამ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოხეტიალე, უპატრონო და მიუსაფარი ძაღლების თავშესაფარში ან ვეტერინარულ კლინიკაში განთავსებაზე 25 806 ლარის ტენდერი გამოაცხადა.
28 / მარტი 2024
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონში 2023 წელს 2 608 ბავშვი დაიბადა.
28 / მარტი 2024
საქართველოს ეროვნული ნაკრების გამარჯვებას და მათ მიერ ევროპის ჩემპიონატზე თამაშის უფლების მოპოვებას სოციალური ქსელების აფხაზურ სეგმენტში განიხილავენ.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
21 / მარტი 2024
დადიანების სასახლეთა საგანძური
მთავარი საინფორმაციო გამოშვება
არქივი
ამინდი
ზუგდიდი 20 °C
img
სოხუმი 16 °C
img
ფოთი 16 °C
img
მესტია 6 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.