ახალი ამბები
მეგრული ენის ასოციაციამ ორუელის "ცხოველების ფერმა" მეგრულად გამოსცა
მეგრული ენის ასოციაციამ ჯორჯ ორუელის ცნობილი ნაწარმოები "ცხოველების ფერმა" მეგრულად გამოსცა. წიგნი ინგლისურიდან ასოციაციის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა გივი ქარჩავამ 2020 წელს თარგმნა.

"ეს არის პირველი მცდელობა ჯორჯ ორუელის გამეგრულებისა. თარგმანს აქვს პრეტენზია, რომ ორუელის მარტივი და ამავდროულად უმდიდრესი სამწერლო ენა მაქსიმალურადაა მორგებული მეგრულის მრავალფეროვან ბუნებას და გადმოცემულია უზადო ექსპრესიულობით, რომელიც მეგრულ ენას ბუნებრივად ჭარბად ახასიათებს. ამაში მკითხველი თავად დარწმუნდება", - ნათქვამია მეგრული ენის ასოციაციის ფეისბუქ გვერდზე. 

ამავე ცნობით "ორინჯეფიშ ფერმა" უკვე გაყიდვაშია და მისი შეძენა შემდეგ მისამართებზე არის შესაძლებელი: 

- ქ. ზუგდიდი - საკანცელარიო მაღაზია "პილოტი", რუსთაველის 92;
- ქ. ხობი - პრესის ჯიხური, სტალინის 2;
- ქ. ჩხოროწყუ - პრესის ჯიხური. აღმაშენებლის 50;
- ქ. მარტვილი - 1. წიგნის მაღაზია "ინტელექტი", რუსთაველის 10, და 2; ასევე პრესის ჯიხური. აკ. წერეთლის 2.
- ქ. აბაშა - წიგნისა და საკანცელარიო მაღაზია, თავისუფლების 65;
- თბილისი - მაღაზია "შაქრო ბაბუა", ჭავჭავაძის გამზირი 17ბ:


გარდა ამისა, წიგნის ყიდვას შემდეგ ბმულზეც შეძლებთ: https://shaqrobabua.ge/products/759


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
თიბისი, საქართველოს მასშტაბით, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე ხელმისაწვდომობას ზრდის და მომხმარებლებს დამატებით სარგებელს სთავაზობს.
მცირე ბიზნესის სტატუსის მქონე ინდ მეწარმე კალენდარული წლის განმავლობაში მიღებულ 500 000 ლარამდე ერთობლივ შემოსავალზე მხოლოდ 1%-იან საშემოსავლო გადასახადს იხდის.
ზუგდიდში ახალი გასტრონომიული სივრცე „სოხუმის ეზო“ გაიხსნა, რომელიც ამავე სახელწოდების სასტუმროს ტერიტორიაზე მდებარეობს.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ოქტომბერი 2026 »»
ო ს ო ხ პ შ კ
282930 1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30 31 1
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.