ახალი ამბები
ჰაწვალი-თეთნულდის საბაგიროები გაიხსნა
რამდენიმე დღიანი დაგვიანების შემდეგ, ჰაწვალისა და თეთნულდის საბაგიროები ოფიციალურად გაიხსნა. "მთის კურორტების განვითარების კომპანიაში" ამბობენ, რომ ელექტროენერგიასთან დაკაშირებული პრობლემა აღმოფხვრილია და ვიზიტორების მიღება დღეიდან დაიწყეს.

საბაგიროები 10:00-დან 16:00 საათამდე მუშაობს, ხოლო შაბათ-კვირას - 10:00-დან 17:00 საათამდე.


ინფორმაციისთვის, სხვა სამთო-სათხილამურო კურორტების მსგავსად, მესტიაში ზამთრის სეზონი ოფიციალურად 25 დეკემბერს უნდა გახსნილიყო, თუმცა მუშაობის დაწყება არასტაბილური ელექტროენერგიის მიწოდების გამო დაგვიანდა.

თეთნულდზე 4 საბაგირო და 30 კმ-იანი 8 სათხილამურო ტრასაა, რომელიც გათვლილია ყველა კატეგორიის მოთხილამურეზე. ჰაწვალს კი 2 საბაგირო და 7 კმ-იანი 5 სათხილამურო გზა აქვს.

კურორტი თეთნულდი ზღვის დონიდან 2 200 მეტრზე, მესტიიდან 15 კმ-ში მდებარეობს. ჰაწვალი კი მესტიიდან 8 კმ-შია.
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
კარგი იდეა წარმატებული ბიზნესის დასაწყისია, მაგრამ მხოლოდ იდეა საკმარისი არ არის.
სექციური დივანი ხშირად მისაღები ოთახის მთავარი აქცენტია.
იმუნოლოგიური კვლევები გამოიყენება იმუნური სისტემის მუშაობის შესაფასებლად.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
26 / მარტი 2026
ძველ სამეგრელოში არსებობდა რიტუალი, რომელსაც ხალხი ყველაზე ძლიერ სამართალს უწოდებდა - ხატზე გადაცემა.
19 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ძველი მეგრელების უძველეს რწმენაზე — ქარის ძალაზე.
12 / მარტი 2026
დღევანდელ გადაცემაში საუბარია კოლხური სამყაროს ასტრალურ ღვთაებებზე — მზეზე, მთვარეზე, ცასა და ვარსკვლავებზე.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აპრილი 2026 »»
3031 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 123
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.