ახალი ამბები
სვანეთში ელექტროენერგიის მოხმარება ამ დრომდე არ შემცირებულა - „ენერგო-პრო ჯორჯია“
„ენერგო-პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით, მესტიის მუნიციპალიტეტში ელექტროენერგიის მოხმარება არ შემცირებულა და ხარჯი კვლავ დრამატულად მაღალია. კომპანიაში პროგნოზს ვერ აკეთებენ, თუ რა შედეგებამდე შეიძლება მივიდეს ვითარება, თუ არაგონივრული დატვირთვის გამო მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „მოაში“ მწყობრიდან კვლავ გამოვა. 

„არ შემცირებულა მოხმარება, დაახლოებით, იგივე რჩება, რაც იყო. სვანეთისთვის დენის მიწოდება იმის ხარჯზე ხდება, რომ კომპანიამ თავისი თანამშრომლების სიცოცხლის რისკის ფასად შეაკეთა მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზი „მოაში“, რომელიც მესტიისა და მისი სოფლების ძირითადი მკვებავი ხაზია. ეს ხაზი გეოგრაფიულად და კლიმატურად იმდენად რთულ ადგილებშია, რომ ზამთარში მისი რეაბილიტაცია ურთულესია. საბჭოთა კავშირის დროსაც კი, როდესაც ხაზები მწყობრიდან გამოდიოდა, მისი შეკეთება ზაფხულამდე ვერ ხერხდებოდა. დრამატულად გაზრდილმა მოხმარებამ კვლავ, თუ გამოიყვანა ხაზი მწყობრიდან უკვე რა იქნება პროგნოზს ვერ ვაკეთებთ“, - ამბობენ „ენერგო-პრო ჯორჯიაში“.

ინფორმაციისთვის, სვანეთში, ბიტკოინების წარმოების გამო, შექმნილ ენერგოკრიზისთან დაკავშირებით, ადგილობრივი მოსახლეობა წმინდა გიორგის ტაძარში 30 დეკემბერს შეიკრიბა. მათ ხატზე დაიფიცეს, რომ მაინერებს გამორთავდნენ. ამით იმედი გაუჩნდათ, რომ მესტიაში დენის მოხმარება შემცირდებოდა, თუმცა უშედეგოდ.

მესტიის მერიის ცნობით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, მოსახლეობის საყოფაცხოვრებო მოხმარებისთვის საჭიროა 7 მეგავატი ელექტროენერგია. ამის ფონზე კი დღეს მესტიის მუნიციპალიტეტი მოიხმარს 27 მეგავატამდე ელექტროენერგიას. ამავე ცნობით,  გასული წლების მონაცემებთან შედარებით, დღევანდელი მოხმარება 237%-ით არის გაზრდილი.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
პატარა ბინის მფლობელებისთვის ზაფხულის პერიოდი განსაკუთრებულ გამოწვევებთან არის დაკავშირებული.
სლოვაკეთი ხშირად ევროპის ნაკლებად ცნობილი, თუმცა მეტად შთამბეჭდავი ქვეყანაა. 2026 წელს ის ქართველი მოგზაურებისთვის სულ უფრო პოპულარული ხდება.
სტატია
ამავე კატეგორიაში
დღის სიახლეები
02 / ივლისი 2026
დღევანდელ გადაცემაში ისტორიული საბედიანოს, ოდიშისა და აფხაზეთის ჰიდრონიმიაზე - მდინარეთა სახელწოდებების ისტორიაზე ვისაუბრებთ.
26 / ივნისი 2026
ბიოლოგიური პროდუქტების მწარმოებელმა კომპანია Atens-მა ჩვენი მოწვევით დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფერმერებისთვის 3 ტრენინგი გამართა.
26 / ივნისი 2026
დღევანდელი რადიოგადაცემის თემაა ისტორიული საბედიანოს გეოგრაფიული სახელწოდებების ცვლილებების საკითხი.
ოდაბადეშ კინოხონი
02 / ივლისი 2026
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ივლისი 2026 »»
2930 1 2 3 4 5
6 7 8 9 10 11 12
13 14 15 16 17 18 19
20 21 22 23 24 25 26
27 28 29 30 31 12
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.