ბოლო ერთ კვირაში აფხაზეთში კორონავირუსი 15 ადამიანს დაუდასტურდა									
			
		
						
			
			
			
								დე ფაქტო რესპუბლიკის ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, 2 მაისიდან 9 მაისის ჩათვლით აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 15 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 
ამავე ცნობით, გუდაუთის ცენტრალურ საავადმყოფოში სტაციონარულ მკურნალობას 6 პაციენტი გადის. 
პანდემიის დაწყებიდან სოხუმმა კოვიდის 53 626 შემთხვევა აღრიცხა. გარდაცვლილთა რაოდენობა 683-ს შეადგენს.			
			
											 
					
მასალის გამოყენების პირობები